კატეგორია: სოციალური მედია

„შვილებს რუსის სიძულვილი ასწავლეთ…“ – ნოდო სიმონიშვილი

უკრაინაში მებრძოლი ნოდო სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „თუ გინდათ შვილებს სიყვარული ასწავლოთ, რუსის სიძულვილი ასწავლეთ“.

„ლაგუნა ვერესთან, 2 კაცი მოკლეს, 5 კი დაჭრეს. კოლექტიური დავით ზურაბიშვილი იკითხავს, აბა ის ჯობდაო?“ – ზაზა ბიბილაშვილი

ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „წუხელ, ლაგუნა ვერესთან, 2 კაცი მოკლეს, 5 კი დაჭრეს. კოლექტიური დავით ზურაბიშვილი იკითხავს, აბა ის ჯობდაო? არა, რას ბრძანებთ, მაგას როგორ გაკადრებთ… ხოცონ ერთმანეთი ბავშვებმა, თქვენი პასტების ჭირიმე!“

ირაკლი ოქრუაშვილი – „ბუჩაში რაც ხდება ის უნდა ნახოთ, სიცოცხლე, სიკეთე, სინათლე რომ დააფასოთ უფრო მეტად“

ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ამ ომმა შეცვალა ჩემი ცხოვრება, ჩემი შეხედულებები ადამიანებზე, ფასეულობებზე და საერთოდ სამყაროზე. დარდი ისედაც არ მაკლდა და უფრო მეტად გამიმძაფრდა წვრილმანებში ბედნიერების ძებნის ინსტიქტი. ზომიერება დავკარგე. უფრო სასტიკი გავხდი ბოროტების და უსამართლობის მიმართ და უფრო გულჩვილი სუსტის და დაჩაგრულის დანახვაზე… ბუჩაში რაც ხდება (ალბათ სხვაგან უფრო უარესი) ის უნდა ნახოთ, […]

„უჭირს მძღოლსაც, უჭირს მგზავრსაც… მადლობა მთავრობას ჩვენი განადგურებისათვის“

 არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს: „პრემიერის უშუალო ჩართულობით, წარმატებული ეკონომიკის ფონზე გაძვირებული საწვავის შესაბამისად, ჩემს სოფელში მიკროავტობუსით მგზავრობის ფასი გასულ წელთან შედარებით გაორმაგდა, შარშან ღირდა 5 ლარი, წელს – 10 ლარი. უჭირს მძღოლსაც, უჭირს მგზავრსაც. მადლობა მთავრობას ჩვენი წარმატებულად განადგურებისათვის”.

კიევის რეგიონი სრულად თავისუფალია ოკუპანტებისგან!

უკრაინაში მოღვაწე სასულიერო პირი ნექტარი მჭედლიძე სოციალურ ქსელში წერს: „კიევის რეგიონი სრულად თავისუფალია ოკუპანტებისგან! არცერთი რუსი ფაშისტი აღარაა“.

„ჩემი მამიკო ურისკო ოპერაციის გასაკეთებლად მივიდა და მკვდარი გამომატანეს“ – ექიმი ალეკო ცხაკაია გარდაიცვალა

ზურა ცხაკაია სოციალურ ქსელში წერს: ,,მივიდა ამ დამპალ კლინიკაში ჩემი მამიკო ურისკო ოპერაციის გასაკეთებლად, მისი ფეხით შევიდა ჯანმრთელი და მამა სახლში მკვდარი გამომატანეს. ყველანაირი ახსნა განმარტების გარეშე. მომიკლეს მამა ამ არაპროფესიონალებმა. მისი სხეული ისე გაასიეს და გააუბედურეს ადამიანურს აღარ ჰგავდა. ექიმი კაცი ,რომელიც მთელს საქართველოს უყვარდა და პატივს ცემდა მომიკლეს. თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური […]

„გავღარიბდით… პრემიერიც შესაბამისი გვარის გვყავს…“ – გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ეკონომიკურთან ერთად ზნეობრივად, მორალურად, ემოციურად, კულტურულად და პოლიტიკურადაც გავღარიბდით… პრემიერიც შესაბამისი გვარის გვყავს…“

„მორაგბე დიმა ბასილაია კიევში თავისი ხარჯით აჭმევს მოხუცებს, საავადმყოფოსა და არმიას“ – ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი ფოტოს აქვეყნებს და სოციალურ ქსელში წერს: „ეს ბიჭია დიმა ბასილაია მორაგბე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები. კიევში ცხოვრობს, თავისი სახაჭაპურე გადააკეთა უკრაინის არმიის მხარდამჭერ ობიექტად. თავისი ხარჯით აჭმევს უკვე ერთი თვეა მოხუც მეზობლებს, ერთ-ერთი საავადმყოფოს პერსონალს და პაციენტებს და არმიას. ეს ბიჭი არის გმირი! სიკვდილი რუს ოკუპანტებს! დიდება უკრაინას! დიდება საქართველოს!“

„6 წლის ბიჭი, 7 ტყვიით მოკლული… რამდენიმე საათი ასე ესვენა კარდონგადაფარებული“

ზურა პირველი ომის შემზარავ კადრს აქვეყნებს და სოციალურ ქსელში წერს: „ეს 6 წლის ბიჭია, 7 ტყვიით მოკლული… რამდენიმე საათი ასე ესვენა კარდონგადაფარებული საავადმყოფოს იატაკზე და მერე ოჯახის წევრების გარეშე დაკრძალეს… 6 წლისაა!“

„სულ ამ ადგილას იდგა… მეც ასე ფანჯრიდან ვაცილებდი…“

8 წლის ბიჭის დედა, რომელსაც ორი დღის წინ, გაგარინზე ავტომანქანა დაეჯახა, სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს: „სულ ამ ადგილას იდგა და ელოდებოდა ხოლმე ჩემი ტკბილი ბიჭი. მეც ასე ფანჯრიდან ვაცილებდი და ვეფერებოდი ხოლმე ყოველ დილას.ღმერთო მიცოცხლე ჩემი სიყვარული ბიჭი და მეტს არაფერს აღარ გთხოვ.“