ალეკო ელისაშვილი ფოტოს აქვეყნებს და სოციალურ ქსელში წერს:
„ეს ბიჭია დიმა ბასილაია მორაგბე, საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ნათამაშები. კიევში ცხოვრობს, თავისი სახაჭაპურე გადააკეთა უკრაინის არმიის მხარდამჭერ ობიექტად. თავისი ხარჯით აჭმევს უკვე ერთი თვეა მოხუც მეზობლებს, ერთ-ერთი საავადმყოფოს პერსონალს და პაციენტებს და არმიას. ეს ბიჭი არის გმირი!
სიკვდილი რუს ოკუპანტებს!
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!“

