კატეგორია: სოციალური მედია

„გამოკითხვა ჭეშმარიტი ქოცის დასადგენად…“ – გიგი უგულავა

უგულავა - "პოლიციამ სამთავრობო კვარტალი გეტოდ აქცია"

გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს: „ჭეშმარიტი ქოცის დასადგენად, რაც საჭირო ამოცანაა, ვთავაზობ Noe Sulaberidze • ნოე სულაბერიძე-ს ასეთი გამოკითხვა ჩაატაროს. პუტინი და მიშა რომ იხრჩობოდეს ვის გადაარჩენ. მხოლოდ ერთის გადარჩენაა შენი ვალდებულება! ნამდვილი ქოცი, ცოტას იყოყმანებს! და შემდეგ მაშველ ხელს ვლადიმერს გაუწვდის.“

„ჯანმრთელი ლაღი გოგო შევიდა სამზარეულოში, ჩაიკეცა და ერთ წუთში დამთავრდა“ – ნინო ახობაძე

„ჯანმრთელი ლაღი გოგო შევიდა სამზარეულოში, ჩაიკეცა და ერთ წუთში დამთავრდა“ - ნინო ახობაძე

ნინო ახობაძე სოციალურ ქსელში წერს: „რამდენიმე დღის წინ, დილის ექვსზე მესინჯერში მომწერა “ნუცი, არ გძინავს”? არც მეო… ის ქმარს უვლიდა, მე დედას; არასოდეს დაუსვამს ზედმეტი კითხვა, ზუსტად ხვდებოდა როდის და რა მტკიოდა; მერე ტელეფონზე ვილაპარაკეთ, დავიხოცეთ სიცილით; ბოლო ღამეებია გიჟივით შევდივარ ჩვენს ჩატში და მაგის ხმოვან შეტყობინებებს ვუსმენ, ასჯერ, ათასჯერ… ვერ ვძღები. ყველაზე კეთილი, ყველაზე […]

„მარიუპოლში დაბომბვისას დაეღუპა ცოლი, 4 წლის ქალიშვილი, დედა და მამა…“ – ირაკლი კუპრაძე

„მარიუპოლში დაბომბვისას დაეღუპა ცოლი, 4 წლის ქალიშვილი, დედა და მამა...“ - ირაკლი კუპრაძე

ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში წერს: „7 დღის წინ ჩვენს ოფისში უკრაინელი ბიჭი, ვიტალი მოვიდა. მეზღვაურია. სანამ ნაოსნობაში იყო და დაბრუნებას მოასწრებდა, მარიუპოლში უეცარი დაბომბვისას დაიღუპა მისი: ცოლი, 4 წლის ქალიშვილი, დედა და მამა. კონტაქტზე არ გამოდიოდა, 7-დღიანი ძებნის შემდეგ, დღეს საღამოს მივაგენი ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში, გამოკეტილია, არ გამოდის, საერთოდ არ ჭამს, მხოლოდ ალკოჰოლს ეტანება. ვხედავ […]

ვანო ნადირაძე – “ალეკო ელისაშვილთან ხელები მაქვს აწეული”

ვანო ნადირაძე - "ალეკო ელისაშვილთან ხელები მაქვს აწეული"

ვანო ნადირაძემ ფეისბუქში დაწერა: “ალეკო ელისაშვილზე ვინც ვღლიცინებდით, მათ შორის მეც…. ამ შემთხვევაში მე ხელები მაქვს აწეული…. ალეკო იყო ძალიან ცხელ წერტილში ირპენში, ჩემ ბიჭებმა ნახეს თავის თვალით ბრძოლაში, უბრალოდ ავცდით, გოსპიტალის მხარეს ვიკავებდით ჩვენ. ალეკო ელისაშვილი მე პირადად მადლობას გიხდი, ქედს ვიხრი შენი ვაჟკაცობისთვის!!! სულ ცალ ფეხებზე მკიდია ეხლა პოლიტიკური შეხედულებები.”

„წეწვა-გლეჯვა მიდის გმირი ვარ თუ არა. ბესო ჩუბინიძე იპუტავს ყველაფერს…“ – დომენიკ მანგო

„ჩემი მისია დასრულებულია უკრაინაში...“ - დომენიკ მანგო

დომენიკ მანგო სოციალურ ქსელში წერს: „ხალხო, საქართველოში წეწვა-გლეჯვა მიდის თემაზე გმირი ვარ თუ არა. ბესო ჩუბინიძე გურამ არუთინაშვილთან იპუტავს ყველაფერს. დაამშვიდეთ ვინმემ ეს კაცი, თორემ მართლა გმირულად დაეცემა ლიდერ ტვ-ს ეთერში. გადაფიჩინდა კაცი. მოკლედ, სერიოზულ შარში ვარ, ბესო და რუსეთი გადავიკიდე. რუსეთი კიდევ რა მოსატანია, მტერ ბესოს რა გაუძლებს. არ მინდა ეს გმირობა, რას გადამეკიდა […]

ირაკლი ოქრუაშვილი – „უკრაინამ ძვირფასი საჩუქარი მაჩუქა…“

ირაკლი ოქრუაშვილი - „ამ ომს მინიმუმ ორი დადებითი შედეგი ექნება...“

ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ცხოვრებაში ბევრი ძვირფასი საჩუქარი მიმიღია, მაგრამ ასეთი ძვირფასი, რაც ერთი თვის განმავლობაში უკრაინამ მაჩუქა, იშვიათად. ალბათ 25-ოდე წელი კიდევ ვიცოცხლებ და ამ დროის განმავლობაში ერთი ომი მაინც აუცილებლად კიდევ მოგვიწევს რუსებთან და აუცილებლად გამოვიყენებ უკრაინის საჩუქარს – რუსებთან ომის გამოცდილებას.“

პაატა ბურჭულაძე – „ივანიშვილმა და სააკაშვილმა ერთმანეთს ადგილსამყოფელები უნდა გაუცვალონ“

პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს: „სამწუხაროა,როდესაც მსოფლიო,ყოველ წუთს,უკეთესობისკენ იცვლება ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი თავდაყირა გვაქვს. არადა ამის გამოსწორების მარტივი ფორმულა არსებობს: ივანიშვილმა და სააკაშვილმა ერთმანეთს ადგილსამყოფელები უნდა გაუცვალონ. ეს გარდაუვალია! მთავარია მალე მოხდეს,რომ გვიან არ იყოს.“

„ასტროპროგნოზის გამო ნაცად გამომაცხადეს, ტიპებს ვარსკვლავების განლაგება არ მოეწონათ” – რამაზ გიგაური

„ქართველებმა საკუთარ სადარბაზოში ნაგავი არ დაყარონ, ის ვერ ისწავლეს  და 22.02.2022-ს ელოდებიან“ - რამაზ გიგაური

ასტროლოგი რამაზ გიგაური სოციალურ ქსელში წერს: „ჩვენმა პრემიერმა-ბიჭმა, საწვავის გაძვირებასთან დაკავშირებული აქცია რომ ნაცებს დაუკავშირა, რა გიკვირთ?! რამდენიმე ხნის წინ ასტროლოგიური პროგნოზის გამო მე გამომაცხადეს ნაცად. ასტროლოგიური პროგნოზის გამო. ანუ ტიპებს ვარსკვლავების განლაგება არ მოეწონათ და ჩხუბი დამიწყეს”.

მაია ასათიანი – „ვცხოვრობ მარტო, ორ ძაღლთან ერთად, მაქვს კრედიტი, ვარ უმუშევარი…“

"დღეს ჩემი ბოლო პროფილია, აქ სინათლეს ვეღარ ვხედავ" - მაია ასათიანი რუსთავი 2-დან მიდის

მაია ასათიანი სოციალურ ქსელში წერს: „თუ ეს ვინმეს დააწყნარებს, სუიციდის მცდელობა მქონდა და გადამარჩინეს. ვცხოვრობ მარტო, ორ ძაღლთან ერთად, მაქვს კრედიტი, ვარ უმუშევარი. საქმეს, რომელსაც 15 წელი ვემსახურები, სამწუხაროდ, ვარ ჩამოშორებული. არ მაქვს ჩემი საკუთარი ოჯახი, ჩემს თავზე მხოლოდ მე უნდა ვიზრუნო და მიუხედავად ამისა, ყოველი დღის გათენება მაინც მიხარია! ნუ დამღალეთ კითხვით, რატომ ვარ […]