გუკა რჩეულიშვილი – “შოვში ჩემი სანატორიუმი დაიწვა… ამბობენ, დაწვესო…”

გუკა რჩეულიშვილი - "შოვში ჩემი სანატორიუმი დაიწვა... ამბობენ, დაწვესო..."გუკა რჩეულიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, შოვში დაიწვა სანატორიუმი რომელიც ჩემი საკუთრება იყო, განსაკუთრებულად მიყვარდა და ახლა ვაპირებდი მის რეაბილიტაციას, რაც მანამდე ვერ შევძელი, რამეთუ უბრალოდ არც დრო მქონდა არც რესურსი.
რა თქმა უნდა, ბევრად ცუდი რაღაცეები ხდება დღეს სამყაროში და არც ერთი სანატორიუმი არ ღირს ერთ ადამიანის ცრემლადაც კი, მაგრამ მაინც ტეხავს, ესეთი სილამაზე რომ აღარ დგას რაჭაში.
იძახიან, დაწვესო, მე გულით არ მინდა ამის დაჯერება, არ წარმომიდგენია, რომ ადამიანმა არაფრის გამო შეიძლება ასეთი ბოროტება გააკეთოს
ომი დამთავრდეს და ამას აღვადგენთ.”