კობა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს: „ასფალტის მორეცხვა მოინდომეს წყნეთის გზაზე და მოეყინათ მოდი და უყურე მშვიდად ასეთ და კიდევ სხვა უამრავ შტერობას, თუ როგორ აჩანაგებენ ქვეყანას.“
კატეგორია: სოციალური მედია
“ეს რა საშინელება ყოფილა” – შაკო კუჭაშვილს კოვიდი დაემართა
შაკო კუჭაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “არასდროს გადამიტანია კოვიდი და აი ახლა მოვიდა. ეს რა საშინელება ყოფილა, ვერაფერს ვამოძრავებდი კარგა ხანი, ახლა და ახლა ამოვისუნთქე ცოტა. დამჭირდა ჰოსპიტალიზაცია, შემომიყვანეს მაღალი ტემპერატურით, 41 გრადუსით(არასდროს მქონია ამხელა სიცხე ცხოვრებაში) ამ ეტაპზე უამრავი გადასხმის შემდეგ სიცხე დამისტაბილურდა, მაქვს 38 გრადუსი. პროფესიონალი ადამიანების ხელში ვარ, იმედია ყველაფერი კარგად იქნება.”
„გუშინ გამოვიძახე სასწრაფო… ზოდიაქოს მიხედვით მომცეს დანიშნულება“ – თამუნა თანდაშვილი
თამუნა თანდაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „გუშინ ჰაერის უკმარისობა მქონდა, გამოვიძახე სასწრაფო, რომელიც მოვიდა 2 საათში. პირველი რაც სასწრაფოს ექიმმა მითხრა: მძულს პირბადე, მარლის დაამზადე და ის გაიკეთეო… დანარჩენს არ მოვყვები საყვარელი ქალები იყვნენ, ზოდიაქოს მიხედვით მომცეს დანიშნულება ხო რაც მთავარია, ომიკრონი ცემინებაა, თუ არ გაცემინებს არ გაქვსო. ველოდები ცემინებას“.
„დღეს პურის ნატეხიც არ გვქონდაო… დაიჩოქა და ისე დაგლოცათ ყველანი“ – დიკა სალაყაია
დიკა სალაყაია სოციალურ ქსელში წერს: „დღეს პურის ნატეხიც არ გვქონდა სახლშიო. დაიჩოქა და ისე დაგლოცათ ყველანი… ახლა შინ ვბრუნდები და მეც ცრემლებით ვტირი, ახლოსაც ვერ მივედი რომ წამომეყენებინა… უფალო, წამოაყენე… ღმერთო, გადმოხედე ყველას ვისაც პური და წამალი სანატრელი აქვს… სახლში გადიან მკურნალობას მხოლოდ ერთი მედიკამენტი ვერ მივუტანე, რაც დღეს დაუნიშნა პედიატრმა და 150 ლარი ღირს […]
„დედიკო წავიდა ამ ქვეყნიდან“ – სანდრა რულოვსს დედა გარდაეცვალა
„მექსიკიდან შემოვედი, მყავს 7 წლის ბიჭი… ტანსაცმელი გადამიყარეს“ – ქართველი ემიგრანტი ამერიკაში დახმარებას ითხოვს
ემიგრანტი ქეთუნა ტაბატაძე სოციალურ ქსელში წერს: „მექსიკიდან შემოვედი, მყავს 7 წლის ბიჭი. ყველაფერი გადამიყარეს, მთლიანი ჩემოდანი და ტანსაცმელი, ასევე ბავშვის პირადი ჩემოდანიც დამატოვებინეს. გამოგვიშვეს მხოლოდ რაც გვეცვა იმით. ვინმეს თუ გაქვთ ისეთი ნივთები, რომლებიც აღარ გჭირდებათ ან თქვენს შვილებს დაუპატარავდა, სიამოვნებით ვიჩუქებთ . მადლობა ყველას“.
ირაკლი ოქრუაშვილი – „ღარიბაშვილმა არ გაატარა სომხური „მაწუნი”… ასე იწერება ჭეშმარიტი ისტორია საქართველოისა“
„თქვენო ღირსებავ… დღემდე თვალებიდან არ ამომდის ატირებული მოსამართლე“ – ნათია მეზვრიშვილი
ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ოჰ, თქვენო ღირსებავ, დალი მეტრეველი როგორ ძალიან ჩამწყვიტეთ გული. დედოფალოთქო ვიტყოდი, მაგრამ ვერ გკადრებთ, ჩემთვის სულ „თქვენო ღირსება“-დ დარჩებით. გავბედავ და საჯაროდ ვიტყვი: დღემდე თვალებიდან არ ამომდის სათათბირო ოთახში გასული ატირებული მოსამართლე ამხელა და ამდენი განსხვავებული ადამიანის სიყვარულის მოპოვებას თქვენ თუ შეძლებდით. უღრმესი პატივისცემით სტაჟიორი“.
„ვილოცოთ, თამაზ მეჭიაური კომაშია და არ ვიცით რა იქნება” – მაკა რაზმაძე
მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,ბატონ თამაზზე მინდა დავწერო. არასდროს დამიწერია მსგავსი სტატუსი.სხვების არაერთხელ შემხვედრია ხოლმე აქ, მაგრამ მე პირველად ვწერ. თითოეულ თქვენგანს გულით გთხოვთ,კეთილი სიტყვები, კეთილი აურა,კეთილი სურვილები ან ლოცვა მიუძღვენით ბატონ თამაზს…. უდიდესი ძალა აქვს კეთილ ენერგეტიკას და მე მჯერა, რომ ამდენი ადამიანის სიკეთით და სითბოთი სავსე ენერგია მას გამოიყვანს იმ მძიმე მდგომარეობიდან, […]










