ოთო აბესაძე სოციალურ ქსელში წერს:
„2022 წლის მე-2 კვარტალში საწვავის ფასი 3.5 ლარიდან 4 ლარამდე იმერყევებს (საწვავის კატეგორიების მიხედვით). საწვავის ფასის გასაღები სახელმწიფოს ხელშია.
საწვავზე აქციზის გადასახადის გაუქმებით და დღგ-ს მცურავ „კურსზე” გადაყვანით 1 ლიტრი საწვავის ფასი დაიკლებს მინიმუმ 80 თეთრით. აღნიშნული საგადასახადო შეღავათი მთავრობას დაუჯდება (მოაკლდება ხარჯვით ნაწილს) საშუალოდ 2.5 მილიარდი ლარი.
ჯობს მათ შემოიჭირონ ქამრები და დახარჯონ ნაკლები, საიდანაც მხოლოდ, ხაზს ვუსვამ, მხოლოდ 4.5 მილიარდი ლარი ეს არის ადმინისტრაციული ხარჯი. მხოლოდ საკუთარი ხელფასების, კომფორტის, საწვავის, ფუფუნების და გადაბერილი საშტატო რესურსების განახევრებით ჩვენ, თითოეული ჩვენგანი მინიმუმ 80 თეთრით იაფად ჩავასხამთ ნებისმიერი კატეგორიის საწვავს.“

