ინგა გრიგოლია – „ტრაგედიაა ამბავი… ლაშა თორდია ტრაილერის მძღოლად მუშაობს“

ინგა გრიგოლია - „ტრაგედიაა ამბავი... ლაშა თორდია ტრაილერის მძღოლად მუშაობს“ ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს:

„ვუყურებ დიანას. აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი, ლაშა თორდია ჰყავს ჩართვით ამერიკიდან, აი, ფარცხალაძის სკანდალი ხომ გახსოვთ, ხოდა, ტრაილერის მძღოლად ვმუშაობო. …. მძღოლობა კი არაა ტრაგედია, ტრაგედიაა ამბავი, რის გამოც აუდიტის სამსახურის უფროსს ქვეყნის დატოვება სჭირდება, ამ ქვეყნის გავლენიან გვამთა გამო და მერე, პურის ფულის საშოვნელად, ტრაილერზე მძღოლად დაჯდომა….”