კატეგორია: სოციალური მედია

„ეს ხალხი მარტო სააკაშვილს და ელენეს კი არა, მალე ყველას მოგვკლავენ შიმშილით“ – ნინია

„მემუარებს რომ დაწერ, იქ ერთი თავი იქნება: როგორ წავლეკე ჩემი მეგობარი, რომელმაც ტაძარში თავის ხელით მიმიყვანა“... -  ნინია კაკაბაძე  ლევან ვასაძეს მიმართავს

ჟურნალისტი ნინია კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს: „გუშინ აფთიაქში ხანში შესული ქალი წამლებს ყიდულობდა. ბოლოს ამოიღო 2 ას ლარიანი მისცა მოლარეს და თქვა: ეგეც შენი პენსია, ახლა რა უნდა ვქნა და რა ვჭამო?! ეს ხალხი მარტო სააკაშვილს და ელენეს კი არა, მალე ყველას მოგვკლავენ შიმშილით!“-წერს ნინია კაკაბაძე.

„მოვუწოდებ თქვენს შვილს შეწყვიტოს შიმშილობა“ – იუსტიციის მინისტრის მამა სააკაშვილის მამას პასუხობს

„მოვუწოდებ თქვენს შვილს შეწყვიტოს შიმშილობა“ - იუსტიციის მინისტრის მამა სააკაშვილის მამას პასუხობს

იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის მამა, გრიგოლ ბრეგაძე მიხეილ სააკაშვილის მამას, ნიკოლოზ სააკაშვილს წერილით პასუხობს: „ბატონო ნიკა, მძიმეა საკითხი, რის გამოც გადაწყვიტეთ საჯაროდ მოგემართათ, მესმის თქვენი წუხილი როგორც ექიმს და მშობელს. არავის ვუსურვებდი შვილის ნახვას საპატიმროში. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მეც საჯაროდ მეპასუხა თქვენთვის. თქვენ მთხოვთ დავაფიქსირო ჩემი პოზიცია უშიშრად. კარგად არ მესმის, რისი შიშით უნდა ვიყო […]

“ბრიუგედან ბრიუსელში ვბრუნდებოდი და წვიმაში გზაზე მამაკაცი დავინახე სვანური ქუდით…” – გიორგი პირველი

"ბრიუგედან ბრიუსელში ვბრუნდებოდი და წვიმაში გზაზე მამაკაცი დავინახე სვანური ქუდით..." - გიორგი პირველი

გიორგი პირველმა ფეისბუქში დაწერა: “წინა კვირას მანქანით წავედით ბრიუსელიდან ბრიუგეში ,,წმინდა სისხლის” ბაზილიკური ტაძრის სანახავად. მასში ინახება რელიქვია – ქრისტეს სისხლი, რომელიც სავარაუდოდ შეაგროვა იოსებ არიმათიელმა და წმინდა მიწიდან ჩამოიტანა ტიერი ელზასელმა, ფლანდრიის გრაფმა. უკანა გზაზე ტრასიდან გადავუხვიეთ. შევიარეთ სასადილოდ ქალაქ ალტერში. წვიმდა. მანქანით ვმოძრაობდი ძალიან დაბალი სიჩქარით და თან ვათვალიერებდი არემარეს. უცებ თვალში მომხვდა […]

“მეგობარი კოვიდით მომიკვდა და ანტივაქსერები წყევლა-კრულვით შემომივარდნენ” – ნანა დიხამინჯია

"მეგობარი კოვიდით მომიკვდა და ანტივაქსერები წყევლა-კრულვით შემომივარდნენ" - ნანა დიხამინჯია

ნანა დიხამინჯიამ ფეისბუქში დაწერა: “მეგობარი მომიკვდა-მეთქი კოვიდით, საჯაროდ დავწერე და ანტივაქსერები შემომიცვივდნენ გინებით და წყევლა-კრულვით. სამს ვეკამათე და სხვებიც რომ შემოვარდნენ, ამომასხა, მეგობრებზე გადავიყვანე პოსტი. ალბათ ყველა საგნის სწავლება უნდა შევწყვიტოთ ერთი წლით და მთელ ქვეყანას საწყისი დონის კრიტიკული აზროვნება ვასწავლოთ. არაფერი არ გვეშველება სხვაგვარად. უნდა ვაღიაროთ, რომ ჯამურად – ძალიან გაუნათლებელი ერი ვართ, მარტივი […]

“მე გვერდში დაგიდგებოდი…” – სააკაშვილის მამამ რატი ბრეგაძის მამას წერილი გაუგზავნა

სააკაშვილის მამა ჩაფიძის კლინიკაში გადაიყვანეს

მიხეილ სააკაშვილის მამამ, ნიკოლოზ სააკაშვილმა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის მამას ღია წერილი მისწერა: “ღია წერილი იუსტიციის მინისტრის მამას, გრიგოლ ბრეგაძეს. გრიგოლ, გწერ როგორც კოლეგა კოლეგას,როგორც მშობელი მშობელს. ჩვენ მრავალი წელი ვმუშაობდით ერთად, ვემსახურებოდით ყველაზე ჰუმანურ იდეას – სიცოცხლის გადარჩენას. ჩვენ არასდროს ვარჩევდით პაციენტს მისი შეხედულებების ან რაიმე მიმდევრობის მიხედვით. ჩვენთვის პაციენტი ყოველთვის იყო პაციენტი, იმის […]

დავით ქაცარავა – “აი, ამ პატარა ალექსანდრეს დაბადების დღეა დღეს…”

დავით ქაცარავა - "აი, ამ პატარა ალექსანდრეს დაბადების დღეა დღეს..."

დავით ქაცარავამ ფეისბუქში დაწერა: “2019 წლის ზამთარი იყო, საღამო ხანი.. პატრულირებიდან დაბრუნებულები ვისხედით ჩვენი საყვარელი ატოცის სახლში და ვსაუბრობდით,როდესაც ჩემმა მეუღლემ დამირეკა.. – იცი, დღეს შენმა უმცროსმა შვილმა რა უთხრა მასწავლებელს სკოლაში? კითხვა მეხამუშა, ვიფიქრე, ამ რვა წლის ალექსანდრეს რა უნდა ეთქვა ასეთი მასწავლებლისთვის, რაზეც ასეთი ნიშნის მოგებით მესაუბრება სოფო… – რამე იუზრდელა? ვკითხე სოფოს, […]

„ელენემ შეძლო საკუთარ თავში გმირი ეშვა“ – ნანა ჯანელიძის ღია წერილი ელენე ხოშტარიას მშობლებს

„ელენემ შეძლო საკუთარ თავში გმირი ეშვა“ - ნანა ჯანელიძის ღია წერილი ელენე ხოშტარიას მშობლებს

რეჟისორი ნანა ჯანელიძე სოციალურ ქსელში წერს: „ღია წერილი ელენე ხოშტარიას მშობლებს ბატონო გოგი და ირა, ცხოვრებაში პირველად ვწერ პოსტს. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ქალიშვილის, ელენე ხოშტარიას გამო. ელენე ხოშტარიას დედა: მაქვს სურვილი, მაგრამ ვერ ვეუბნები, შეწყვიტოს შიმშილობა ელენე ხოშტარიას მამა: “დედა ეტირებათ, ერთი ღერი რომ ჩამოვარდეს ჩემი გოგოს თავიდან… “ ვფიქრობ, ის ახლა თავისი ქმედებით ყოველ […]

ნოდარ მელაძე ნატა მახვილაძეს – “ჟურნალისტებს ტუალეტს და ფოიეს რომ უკეტავ, ცდებს ატარებ?!”

ნოდარ მელაძე სუსში მივიდა

ნოდარ მელაძემ ფეისბუქში დაწერა: “Natalia Makhviladze – საზოგადოებრივი მისაღები რატომ დაუკეტე ჟურნალისტებს? მთელი დღე, გლდანის ციხესთან რომ დგანან ჟურნალისტების და ოპერატორები, სკამზე დაჯდომის უფლება არ აქვთ? გუშინ ტუალეტი დაუკეტე, დღეს ფოიეი, ცდებს ატარებ თუ რა ხდება? შენთვის რომ ვინმეს გადაღებაზე, მოსაცდელი დაეკეტა, ცას ხომ ჩამოაქცევდი და როლანდი ბიძიას დაურეკავდი.”

გია კორკოტაშვილი – “ოცნების ,,გლავკმა” რომ გაასხას ქვეყნიდან, ნაცებს ისევ ჩვენ უნდა შეგვატოვოთ?!”

გია კორკოტაშვილი - "დამახტით დილა-საღამოს! არავის არ მოგერიდებით წასართმევადაც და გასაგლეჯადაც!"

გია კორკოტაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “ღრმად პატივცემულო საზოგადოებავ! ვხვდები, რატომ უჭერთ მხარს ოცნებას მიუხედავად იმისა რომ ჩაისვარა, არ დაბრუნდეს ის ძალა რომელიც ქართველი ხალხის სისხლის სმით იყო დაკავებული. ვისი ბრალია თუ არა ბიძინიეს და მისი ამორალური ლაქიების, რომ დღეს ნაცები რევანშს აპირებენ. საკმაოდ სერიოზულად დგას საკითხი! ოცნების ,,გლავკმა” რომ მოილაპარაკოს და გაასხას ქვეყნიდან ტექნიკურად გადააბაროს ძალაუფლება […]

ნიკა გვარამია – “სენდვიჩს ნუ ამბობთ, თორემ ღარიბაშვილი იტყვის, მიშამ ჭამა დაიწყოო…”

ნიკა გვარამია - "გომელაური კაბაში გადაცმული გაიქცევა"

ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: “მიშასთან ამერიკელი ადვოკატი, ჯონ სენდვიჯი შევიდა. ჟურნალისტებს ვთხოვ, რომ ჯონ სენდვიჩს ნუ ამბობენ, თორემ გამოვა იუსტიციის მინისტრი და კობახიძე-ღარიბაშვილი და იტყვიან, რომ მიშამ ჭამა დაიწყო. საპატრიარქოც გამოხტება და სენდვიჩი არასამარხვო მენიუაო, გვამცნობს.”