“მეგობარი კოვიდით მომიკვდა და ანტივაქსერები წყევლა-კრულვით შემომივარდნენ” – ნანა დიხამინჯია

"მეგობარი კოვიდით მომიკვდა და ანტივაქსერები წყევლა-კრულვით შემომივარდნენ" - ნანა დიხამინჯიანანა დიხამინჯიამ ფეისბუქში დაწერა:

“მეგობარი მომიკვდა-მეთქი კოვიდით, საჯაროდ დავწერე და ანტივაქსერები შემომიცვივდნენ გინებით და წყევლა-კრულვით. სამს ვეკამათე და სხვებიც რომ შემოვარდნენ, ამომასხა, მეგობრებზე გადავიყვანე პოსტი.
ალბათ ყველა საგნის სწავლება უნდა შევწყვიტოთ ერთი წლით და მთელ ქვეყანას საწყისი დონის კრიტიკული აზროვნება ვასწავლოთ. არაფერი არ გვეშველება სხვაგვარად. უნდა ვაღიაროთ, რომ ჯამურად – ძალიან გაუნათლებელი ერი ვართ, მარტივი რაოდენობრივი აზროვნება არ გვაქვს განვითარებული, არც ემპათია, არც კამათის კულტურა, არც მედიაწიგნიერება. ამის შედეგია ჩვენი ყველა მთავრობაც და 50 ლარად ნაყიდი არჩევნებიც, სიღარიბეც და უშედეგო შრომაც.
ყველა გადაცემა, ყველა ტექსტი ადამიანებში კრიტიკული აზროვნების განვითარებას უნდა ისახავდეს მიზნად, თუ გვინდა, რამე შევცვალოთ. არ ვიცი, ამ სიბნელეს და ბოროტებას სხვა რა შეიძლება დაუპირისპირო.”