გია ხუხაშვილი რატი ბრეგაძის მისამართით სოციალურ ქსელში წერს:
“მე განგიმარტავთ ბატონო რატი – პოლიტ-პატიმარი არის პირი, რომლის საქმეში ფიგურირებს პოლიტიკური კომპონენტი, ანუ მის მიმართ ხელისუფლების მხრიდან ხდება მართლმსაჯულების პოლიტიზირება, იმის მიუხედავად ის დამნაშავეა, თუ არა.თქვენ ერთმანეთში გერევათ პოლიტ-პატიმრის და სინდისის პატიმრის განმარტებები. ან საიდან უნდა იცოდეთ განსხვავება ფუნთუშებზე გაზრდილმა ახალგაზრდამ, რომელსაც მხოლოდ ხელისუფლების ზურგს უკან ამოფარებულს შეგიძლიათ ყელ-ყელაობა და ორივე სტატუსი უცხოა თქვენთვის…” – წერს გია ხუხაშვილი.

