კატეგორია: სოციალური მედია

ანიტა რაჭველიშვილი – “7 თვის ორსული ვარ და ხვალ ფაიზერით ვიცრები”

"ჩემი ფეხი არ დადგება სცენაზე საქართველოში, სანამ კულტურას წულუკიანი მართავს!"

„28 კვირის (7 თვის) ორსული ვარ და არ მინდა საფრთხეში ჩავაგდო ჩემი და ჩვენი პატარას სიცოცხლე. ძალიან ბევრი ორსული ქალი შეეწირა ამ ვერაგ ვირუსს! მე ვირჩევ აცრას (ჩემი ექიმის რეკომენდაციითაც) და მიხარია, რომ ხვალ Pfizer-ის პირველ დოზას გავიკეთებ ჩემს საქართველოში!“ – წერს ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში. ფორმულა

„ვახოს მომაკვდავმა დედამ ვერ უწილადა ჰაერი… კიდევ ერთი ადამიანი გადაიქცა ციფრად“ – ქეთა ბაღაშვილი

კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანია

20 წლის ვახო ჩარკვიანის გარდაცვალების შესახებ ქეთა ბაღაშვილმა ფეისბუქში დაწერა: „დედაჩემი ექიმია, რესპუბლიკურში ყოველ დღე 20 პაციენტის სიცოცხლეს დარაჯობს. ბოლო ერთი თვეა ყოველ საღამოს ფეხზე ძლივსმდგომი ყვება ჩემი ძმისხელა, 20 წლის ფეხბურთელი ბიჭის შესახებ, რომლის ანკეტის კითხვითაც იწყება დედაჩემის დილა საავადმყოფოს კედლებში. რომელიც სპორტული სიჯიუტით ებრძვის სიკვდილს, მაგრამ რეანიმაციაში სხვა პაციენტებს ადგილს მაინც არ უთმობს, […]

ირაკლი ოქრუაშვილი – “ექიმს დავუჯერე და ავტობუსით დავიწყე სიარული”

ირაკლი ოქრუაშვილი - "ექიმს დავუჯერე და ავტობუსით დავიწყე სიარული"

ირაკლი ოქრუაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “ექიმმა მითხრა, მანქანით ნაკლები იმოძრავეო. დავუჯერე და ავტობუსით დავიწყე სიარული.”

თამარ ბურდული – “იმედია, ჩემი წარმატება სხვა ემიგრანტებსაც დაეხმარება”

თამარ ბურდული - "იმედია, ჩემი წარმატება სხვა ემიგრანტებსაც დაეხმარება"

ბარსელონაში მცხოვრებმა თამარ ბურდულმა ფეისბუქში დაწერა: “გამარჯობათ. ყველას დიდ მადლობას გითვლით ვისაც არ დაეზარა და მომილოცა რთული და ძნელად მისაღწევი გზის წარმატებით გავლა, იმათაც დიდი მადლობა ვინც უბრალოდ დაინტერესდა ჩემი მიღწევებით მაგრამ მხოლოდ სტატუსის წაკითხვით შემოიფარგლა. იმედი მაქვს, ჩემი წარმატება დანარჩენი ემიგრანტებისთვის სტიმულის მომცემი იქნება, როგორც ჩემთვის სხვა ადამიანების მაგალითი რადგან ყოველდღიურ რუტინაში ხშირად გვავიწყდება […]

ნინო კვაჭანტირაძე – “დედამთილი ღუდუშაურის კლინიკაში მივიყვანე და უკან არ მატანდნენ, 240 ლარი გაქვს გადასახდელიო”

ნინო კვაჭანტირაძე - "დედამთილი ღუდუშაურის კლინიკაში მივიყვანე და უკან არ მატანდნენ, 240 ლარი გაქვს გადასახდელიო"

ჟურნალისტმა ნინო კვაჭანტირაძემ ფეისბუქში დაწერა: „დღეს, რის ვაი-ვაგლახით მივედი ღუდუშაურის კლინიკაში, დედამთილი წამექცა და ძლიერი ტკივილებით მივიყვანე, გადაუღეს რენტგენი, მხრის მოტეხილობა დაუდგინეს და შემოგვთავაზეს ოპერაცია, ვინაიდან დედამთილი ასაკოვანია, თან დიაბეტიანი, ჰიპერტონიკი, სხვა თანმხლები დაავადებებიც, უარი ვთქვი ოპერაციაზე, იქვე ფიქსატორი შევუძინე და კარებში გოგონამ ფურცელი ამიფრიალა – სად მიდიხართ, 240 ლარი გაქვთ გადასახდელიო. – ეს ხომ […]

თამუნა თანდაშვილი – “მშვიდობით ვახო, ვერ გადავრაზეთ რეანიმაციის კარი, არ მაქვს სიტყვები”

„ისევ რეანიმაციაში ვარ, დაფრიალებენ შავი პარკები, კივიან აპარატები, ყველას სუნთქვა უნდა... აიცერით!“ - თამუნა თანდაშვილი

20 წლის ქართველი ფეხბურთელის კოვიდ 19-გან გარდაცვალებას თამუნა თანდაშვილი ფეისბუქში ასე გამოეხმაურა: “54 არ არის ციფრი მათ შორის გულის გასაგლეჯი ბიჭია მშვიდობით ვახო, ვერ გადავრაზეთ რეანიმაციის კარი არ მაქვს სიტყვები”

გიორგი კანდელაკი – “მინისტრ ტიკარაძის განცხადებები ვაქცინაციაზე ძალზე მისასალმებელია”

გიორგი კანდელაკი - როდის შეიძლება აცრა სახიფათო გახდეს?

ინფექციონისტმა გიორგი კანდელაკმა ფეისბუქში დაწერა: “ბოლო დღეებში ჯანდაცვის მინისტრის განცხადებები ვაქცინაციასთან დაკავშირებით ძალზე მისასალმებელია. აბსოლუტურად ჯანსაღი ხედვაა დაფიქსირებული, რომ ვაქცინაცია მიმართული უნდა იყოს მიზნობრივ ჯგუფებზე (ასაკოვნები, ქრონიკული თანმხლები დაავადებების მქონენი, იმუნიტეტ-დაქვეითებულნი) და რაც მთავარია არ უნდა იყოს მანდატორული. სწორედ ეს პრინციპები გავაჟღერეთ ერთი კვირის წინ ჩვენს პოსტებში (დეტალური ანალიზისთვის იხილეთ ჩვენი ფეისბუქ-პოსტი: „როგორ ვხედავთ ვითარებიდან […]

ბაია პატარაია – “სამეგრელოში ქალები ისევ შარვლით ბანაობენ მდინარეში”

ბაია პატარაია - "სინოვაკი გახსნილია რეგისტრაციისთვის, ადგილები არის თავისუფლად და ოხრად"

ბაია პატარაიამ ფეისბუქში დაწერა: “სამეგრელოში ქალები ისევ შარვლით ბანაობენ მდინარეში, ხოლო ახალციხის აუზზე კაცებისა და ქალებისათვის სხვადასხვა დროა განსაზღვრული. მერე გამოდგება ვინმე ჩემი თბილისელი სვეცკი ბაბლელი ფრენდი და ჭკუის სწავლებას დამიწყებს, რომ ქალებს ამ ქვეყანაში სექსუალური თავისუფლება აქვთ და თავის ცხოვრებას უპრობლემოდ განაგებენ. საკუთარი ცხვირის იქეთაც გაიხედეთ, როდესაც ქალებზე საუბრობთ, კვოტებით შეურაცხყოფილო მეგობრებო :)))”

“უკურნებელ სენს ებრძოდა და წააგო… ჩემი ირინა კენჭოშვილი, ჩემი სტუდენტი…” – თეა ლაკირბაია

"უკურნებელ სენს ებრძოდა და წააგო... ჩემი ირინა კენჭოშვილი, ჩემი სტუდენტი..." - თეა ლაკირბაია

თეა ლაკირბაიამ ფეისბუქში დაწერა: “Irinkå Kentchoshvili თავზარი დამეცა ამ დილას…უკურნებელ სენს ებრძოლა და წააგო ჩემი ირინა კენჭოშვილი, საყვარელი სტუდენტი და უმცროსი მეგობარი,ასევე ჩემი სტუდენტის,გიორგი კაციაშვილის მეუღლე… ჩემო ირინა, შენი ზარი არ შემოვა ჩემს ტელეფონზე, აღარაფერს შემეკითხები,იქნები შენთვის მშვიდად იმქვეყნად და ილოცებ ერთადერთი შვილისა და დიდი სიყვარულის,გიორგისთვის, ყველა ახლობლისთვის… რატომ ღმერთო, რატომ ასეთი ახალგაზრდის გასვლა წუთისოფლიდან?.. […]