თამარ თედლიაშვილმა ფეისბუქში დაწერა:
“მე ლამაზი ბიძაშვილი მყავდა…
ჩვენი ოჯახის მეორე ტრაგედიიდან, ერთი წელი გავიდა, ჩემებო…
ცხოვრება გრძელდება და გაგრძელდება, მაგრამ ვერც დრო, ვერც სხვა, ამქვეყნიური ვერ ამრთელებს გულის იმ ნაწილს, რომელიც თან მიაქვთ ჩვენთვის საყვარელ ადამიანებს…
მშვიდად განისვენე, ჩვენო პატარა ერეკლე…
მიყვარხარ”
ერეკლე თედლიაშვილი 1 წლის წინ გარდაიცვალა. ის გორში 2020 წლის 8 ივნისს მომხდარი ჩხუბის დროს მიღებული ტრავმების გამო 3 თვე კლინიკაში იწვა.
მისი ცემისთვის მოკრივე გიორგი კანდელაკის შვილი თარაშ კანდელაკი დააკავეს.
2021 წლის მარტის დასაწყიში თარაშ კანდელაკი ციხიდან გამოვიდა – მოსამართლემ მას აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა, გაუუქმა.

