ანა სუბელიანმა ფეისბუქში დაწერა: “ბოლო რამდენიმე დღეა სურდო მაწუხებს და საშინელი სისუსტე. დარწმუნებული ვიყავი, რომ სურდო გაციების შედეგი იყო, რადგან ზუსტად დაემთხვა კონდიციონერის ქვეშ ძილს. სისუსტეს და მუდმივი დაღლილობის შეგრძნებას კი გადაწვას ვუკავშირებდი, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში ამოუსუნთქავად და მუდმივად გამოუძინებლად მუშაობამ და სტრესმა გამოიწვია. ბოლო დღეებში შფოთვები, განწყობის რადიკალური ცვლილებები და ტვინში ქაოსიც მოშნად […]
კატეგორია: სოციალური მედია
გიორგი ფხაკაძე – “ვიცით, როგორ გავაჩეროთ ეს ვერაგი, მაგრამ არ გვინდა”
გიორგი ფხაკაძემ ფეისბუქში დაწერა: “ვიცით, როგორ გავაჩეროთ ეს ვერაგი, მაგრამ არ გვინდა. საქართველოში ეს პროცესი დაიწყება არჩევნების დამთავრების შემდეგ, სამწუხაროდ … სამედიცინო პირბადე, სადაც არის ხალხმრავლობა და ეფექტური ვაქცინაცია.”
ეკა კვესიტაძე – “მამა ანდრია ჯაღმაიძემ მე ვერ გამიძლო და ჯოჯოხეთს გაუძლებს?”
“პლეხანოვზე 15 კვ მ ოთახს ვაქირავებ ტურისტებზე და უკვე 4 ჯავშანი გამიუქმდა” – ზურა შევარდნაძე
ზურა შევარდნაძემ ფეისბუქში დაწერა: “გაწბილებული ვარ. არც ბოლოთქმას გავუკეთებ, არც თავში ვიტყვი რამეს, უბრალოდ პატარა ამბავს დავწერ. პლეხანოვზე, ძველ თბილისურ ეზოში, ერთი თხუთმეტკვადრატულმეტრიანი ოთახი მაქვს, ლამაზად მოწყობილი, ტურისტებზე ვაქირავებ. გაგანია პანდემიისას ადამიანი რომ არ ჭაჭანებდა მაშინაც კი გაქირავებული იყო. ბევრი მადლიერი და მადლობელი სტუმარი მყოლია ამ წლების მანძილზე. წლევანდელი ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ახალ წლამდე დაჯავშნილია […]
ნიკა გვარამია – “მთავარი არხის გენდირექტორობიდან ვერავინ მომხსნის”
მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მთავარი არხის გენერალური დირექტორობიდან გათავისუფლების შესახებ ნიკა გვარამია ფეისბუქში ასე გამოეხმაურა: “მეგობრებო, ყველას რომ ცალცალკე არ გავცე პასუხი, აქ დავწერ: იმას რომ თავი დავანებოთ, რომ სრული აბსურდია, არსად წასვლას არ ვაპირებ და თან ეს ინფორმაცია ცალსახად გამიზნულია ჩვენი არხის შიგნით არაჯანსაღი გარემოს შექმნისთვის, მინდა დავამშვიდო ყველა – მტერიც და მოყვარეც – სუფთა […]
“ჩემი ირმას პედაგოგი ნანა დიმიტრიადი აღარ გვყავს!” – თაკო ჩარკვიანი
გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მუსიკის პედაგოგი, დიდი დირიჟორის, ოდისეი დიმიტრიადის და მომღერალ ნადეჟდა ხარაძის ქალიშვილი, ნანა დიმიტრიადი. ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა ფეისბუქში დაწერა: “ნიჭი და კეთილშობილება, ფეიერვერკი ნიჭის, ჩვენი ნანა დიმიტრიადი, ჩვენი დეიდა ნანა , ჩემი ოჯახის უსაყვარლესი და უძვირფასესი ადამიანი, ჩემი ირმას პედაგოგი ნანა დიმიტრიადი აღარ გვყავს! როგორ მიყვარხართ……”
რევაზ ბოჭორიშვილი – “საფრანგეთში ასეთი ბილბორდები გამოჩნდა ვაქცინაციის პროპაგანდისათვის”
საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა ექიმმა რევაზ ბოჭორიშვილმა ფეისბუქში დაწერა: “დღევანდელ დღეს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ალტერნატივა არ გააჩნია. აღარ გავავრცობ. აი ასეთი ორიგინალური ბილბორდები გამოჩნდა საფრანგეთში ვაქცინაციის პროპაგანდისათვის. მხოლოდ ნეგატიურად დატვირთული მოწოდებები დამღლელია…და ზოგადად, სულ გამუდმებით ნეგატიური ინფორმაციის ნაკადი გართულებებზე, არასასურველ შედეგებზე და ა.შ. დიახ, ვაქცინას სასურველი შედეგები შეიძლება გააჩნდეს“ დიახ, ყოველ აცრასთან ერთად სიცოცხლე, ცხოვრება ბრუნდება!”
სააკაშვილი ბაია პატარაიას – “თუ მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად მთვლი, გააგრძელეთ რუსული კატლეტის ჭამა, თავისი დამპალი კომბოსტოთი”
მიხეილ სააკაშვილი ბაია პატარაიას პოსტს ფეისბუქში ასე გამოეხმაურა: “ძვირფასო ბაია, თუ მე მეორედ ჩამოტარებულ ხინკლად მთვლი და მხოლოდ, სასოწარკვეთილთან გინდა ამ კერძის ულუფის მიღება, მგონი სჯობს, გააგრძელოთ რუსული, დიეტური, კატლეტის ჭამა, თავის დამპალი კომბოსტოთი და კარგად გაითავისოთ ეს გემო. არ ვაპირებ ვინმეს დავამცირებინო ის მიღწევები, რომელიც ქონდა საქართველოს სახელმწიფოს, ჩემი პრეზიდენტობის დროს, რომელიც იყო უპრეცედენტო […]
“რობიკო მოგიკვდეს, თუ არ მოხვიდე!“ – ანი ნადარეიშვილი ბესო ზანგურს
ანი ნადარეიშვილი მსახიობ ბესო ზანგურის მისამართით ფეისბუქზე წერს: „Zanguri Busa Beso, შე ცოლზე მოძალადე ბუმბულიანო ქათამო, მარტო მაგაშიც გეტყობა რა უ&@რაკო კომპლექსიანი ჩმორი ხარ, ან ქალს ჩაგრავ, იმიტომ, რომ ფიზიკურად ერევი, ან ციხეში გამომწყვდეულ ადამიანზე ჭორაობ და ემუქრები შორიდან, იმიტომ, რომ იცი, პასუხს ვერ გაგცემს. აგერ 8 თვეში გამოდის ბაჩო და რობიკო მოგიკვდეს, თუ არ […]
ნინო ლომჯარია უშველებელ საცობში გაიჭედა – “საათებია, ვდგავართ და ველით…”
ნინო ლომჯარიამ ფეისბუქში დაწერა: “დღეს რიკოთზე მიწა ჩამოიშალა და გზა ჩაიკეტა, ამის გამო მანქანებს დასავლეთისკენ და პირიქით ჭიათურის გავლით უშვებდნენ. ამასობაში, ჭიათურის შემოვლითი გზა ტრაილერმა ჩახერგა და აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა შეუძლებელი გახდა. უზარმაზარი კოლონა კილომეტრების მანძილზე საათებია ვდგავართ და ველოდებით, რა იქნება…”









