თამარ ჩერგოლეიშვილმა ფეისბუქში დაწერა:
“ყველა, ვისაც ჰგონია რომ LGBTQ თემის, ან რომელიმე სხვა ჯგუფის სიცოცხლის, თავისუფლების და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლების იგნორირებით, ან მიჩქმალვით მოვიგებთ ფასეულობების ომს, არის უკეთეს შემთხვევაში იდიოტი, უარეს შემთხვევაში – ბოროტმოქმედი.
ჩვენ არ ვართ ივანიშვილთან, როგორც სახელთან და გვართან, ომში.
ჩვენ ვართ ფასეულობების ომში.
ივანიშვილი, პატრიარქი, პუტინი – ამ ომის მეორე მხარეა.
თუ ფასეულობაზე უარს ამბობ, ივანიშვილს ნებდები და ამ ომს აგებ.
ვერ მოიგებ ამ ომს სინდისთან კომპრომისით – გამორიცხულია.
მხოლოდ ფასეულობების სიცხადეა გამოსავალი.”

