“პლეხანოვზე 15 კვ მ ოთახს ვაქირავებ ტურისტებზე და უკვე 4 ჯავშანი გამიუქმდა” – ზურა შევარდნაძე

"პლეხანოვზე 15 კვ მ ოთახს ვაქირავებ ტურისტებზე და უკვე 4 ჯავშანი გამიუქმდა" - ზურა შევარდნაძეზურა შევარდნაძემ ფეისბუქში დაწერა:

“გაწბილებული ვარ.
არც ბოლოთქმას გავუკეთებ, არც თავში ვიტყვი რამეს, უბრალოდ პატარა ამბავს დავწერ.
პლეხანოვზე, ძველ თბილისურ ეზოში, ერთი თხუთმეტკვადრატულმეტრიანი ოთახი მაქვს, ლამაზად მოწყობილი, ტურისტებზე ვაქირავებ.
გაგანია პანდემიისას ადამიანი რომ არ ჭაჭანებდა მაშინაც კი გაქირავებული იყო.
ბევრი მადლიერი და მადლობელი სტუმარი მყოლია ამ წლების მანძილზე.
წლევანდელი ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ახალ წლამდე დაჯავშნილია სულ.
გუშინ და გუშინწინ ოთხი ჯავშანი გაუქმდა.
ახალგაზრდა ოჯახმა ავსტრიიდან, ზალცბურგიდან რომლებმაც 11 მაისს დაგვიკვეთეს ოთახი მოკლე წერილი გამოგვიგზავნეს, სამი ბოდიშით.
დიასახლისს, რომელთანაც ჰქონდათ ურთიერთობა, წერენ:
“ქეთევან, საქართველოში სამოგზაუროდ ჩამოსვლას, დიდი ხანია ვგეგმავდით, ძალიან გვიხაროდა და ვემზადებოდით.
კადრები, რომლებიც ვნახეთ, გვაშინებს და ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, თავი შევიკავოთ.
ბოდიში, ბოიში, ბოდიში.”
დანარჩენმა სამმა სტუმარმა ბოდიშიც არ მოიხადა, უბრალოდ გააუქმა ჯავშანი.
წერტილი…”