ელენე ხოშტარიამ ფეისბუქში დაწერა: “შენობიდან ძალით გაყვანის დროს სადღაც 6 პოლიციელს მივყავდი და ერთი სპეცრაზმელი ნიღბით ცინიკურად მეუბნება შენ 4 შვილი ხო თუ ხუთი? და ქეჩოთი მივყავარ სირცხვილია”
კატეგორია: სოციალური მედია
“პოლიციას ნუ ლანძღავთ. ეგენივე დაიჭერენ ღარიბაშვილს” – გია ხუხაშვილი
ხათუნა ხოფერია ნიკა მელიას დაკავებაზე – “საქართველომ სილა გააწნა სამშობლოს მოღალატეებს!”
„რას აკეთებთ, საქართველოს ხვრეტთ?!“ – ხათუნა ლაგაზიძე
„ნიკა მელია რეალური ლიდერი გახდა“ – თამარ ჩერგოლეიშვილი
თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე წერს: „ძალიან მნიშვნელოვანი თვისება (სხვა თვისებებს შორის) რაც ლიდერს ლიდერად აქცევს, არის თავგანწირვა, თანამებრძოლების გვერდით დგომა და თანამებრძოლებზე ზრუნვა. ლიდერი არასოდეს გაწირავს თანამებრძოლს, თუ თავადაც წინა ხაზზე არ დგას. ჩემს თვალში დღეს ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის რეალური ლიდერი გახდა. ეს იყო მისი ყრილობა.“
ნინო ლომჯარია ნიკა მელიას დაკავებაზე – “23 თებერვალს არაფერი ამაზე სამარცხვინო არ შეიძლებოდა მომხდარიყო”
ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში წერს: “არაფერი იმაზე სამარცხვინო არ შეიძლება მომხდარიყო 23 თებერვალს, საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვისა და გასაბჭოებოდან 100 წლის თავზე, როგორც ოპოზიციური პარტიის ოფისის დარბევა და ოპოზიციის ლიდერის დაპატიმდება, რასაც აუცილებლად მოყვება საბჭოთა საქართველოს მსგავსად დასავლური სამყაროსგან საქართველოს გაუცხოება და დაშორება. ალბათ, ესეც არის მიზანი… საკუთარი მოქალაქეების მიმართ სიძულვილით დაბრმავებულ ხელისუფალს ძალის დემონსტრირება ჰგონია […]
ნიკა გვარამია – “სუსმა ნაცმოძრაობის ოფისში აგენტურა შემოუშვა, აგენტებს ტექნიკა ტანზე აქვთ…”
ნიკა გვარამიამ ფეისბუქში დაწერა: “დანამდვილებით ვიცით, რომ სუსმა პარტიის ოფისში შემოუშვა აგენტურა. ნაწილი საუბრობს სახელმწიფო გადატრიალებაზე, ძალადობაზე, სისხლისღვრაზე. ხოლო მეორე ნაწილი აკეთებს ამის აუდიო-ვიდეო გადაღებას და შემდგომში გამოყენებული იქნება თქვენს წინააღმდეგ და შტურმის გასამართლებლად. აგენტებს ტექნიკა ტანზე აქვთ. მათი გამოვლენის შემთხვევაში, მოახდინეთ ვიდეოგადაღება მათი ტექნიკური აღჭურვილობის და ასევე გადაიღეთ მათი დაკითხვა. სასწრაფოდ მიმართეთ შესაბამის ზომებს […]
მაია კალანდია – “არავითარი შიში და დაძაბულობა ჩვენთან არ არის, ეშინოდეს ხიხოს და მის შიზოიდებს”
მაია კალანდიამ ფეისბუქში დაწერა: “მეგობრებო, ვინც მწერთ პირადში, ან არ მწერთ და ნერვიულობთ, პირველ რიგში, გმადლობთ . არავითარი შიში და დაძაბულობა ჩვენთან არ არის, ეშინოდეს ხიხოს და მის შიზოიდებს. ვართ მხნედ, ვართ გამარჯვების და ერთობის განწყობით, ყველა ოპოლიდერი აქაა, აქ არიან პატრიოტები ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხიდან. რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოს ხიხომ, ჩვენ გამარჯვებულები ვართ! […]
გია ხუხაშვილის რჩევა ოპოზიციას – “ღარიბაშვილის გამოსვლას იუმორით შეხედეთ”
ნიკა გვარამია – „არის თუ არა ეს სასამართლოსთვის მითითების მიცემა და პირადად ჩემი და ჩემი მედიის პოლიტიკური დევნა?”
ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს: “როცა პრემიერი კრიმინალად, თან მთავარ კრიმინალად გაცხადებს, იმ ვითარებაში, როცა არც ერთი გამამტყუნებელი განაჩენი არ დამდგარა ჩემზე და როცა ჩემს წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში მიმდინარეობს, როგორ უნდა იქნეს ეს აღქმული და შეფასებული? არის თუ არა ეს სასამართლოსთვის მითითების მიცემა და პირადად ჩემი და ჩემი მედიის ღია პოლიტიკური […]










