„ნიკა მელია რეალური ლიდერი გახდა“ – თამარ ჩერგოლეიშვილი

„ნიკა მელია რეალური ლიდერი გახდა“ - თამარ ჩერგოლეიშვილითამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე წერს:

„ძალიან მნიშვნელოვანი თვისება (სხვა თვისებებს შორის) რაც ლიდერს ლიდერად აქცევს, არის თავგანწირვა, თანამებრძოლების გვერდით დგომა და თანამებრძოლებზე ზრუნვა.
ლიდერი არასოდეს გაწირავს თანამებრძოლს, თუ თავადაც წინა ხაზზე არ დგას.
ჩემს თვალში დღეს ნიკა მელია ნაციონალური მოძრაობის რეალური ლიდერი გახდა.
ეს იყო მისი ყრილობა.“