სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში კოლეგის გარდაცვალების შესახებ წერს. როგორც ომბუდსმენი იტყობინება, თემურ ქორიძე, რომელიც სახალხო აპარატის აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონულ სამმართველოს ხელმძღვანელობდა, მოულოდნელად გარდაიცვალა: “დღეს სახალხო დამცველის აპარატში გლოვაა… ყველანი თავზარდაცემულები ვართ ჩვენი ახალგაზრდა კოლეგის, მეგობრის, თავდადებული საჯარო მოხელის, საუკეთესო მამის, კეთილშობილი და მართალი ღირებულებების ადამიანის, თემურ ქორიძის მოულოდნელად გარდაცვალების გამო… ვიზიარებ მისი ოჯახის […]
კატეგორია: სოციალური მედია
ელენე ხოშტარია – „თაკო კაკაბაძე დააჯარიმეს დაუმორჩილებლობისთვის, ოღონდ სახლში იყო“
ნიკა გვარამია – „კობახიძე – პრემიერი, წულუკიანი – კულტურის მინისტრი“
ნინო ჯანგირაშვილი – “სადისტი რომ არ ვიყო, რატომ უნდა მინდოდეს თეა წულუკიანის კულტურის მინისტრობა?!”
ნინო ჯანგირაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “ყველა ადამიანში ცხოვრობს სადისტი. ნამდვილად. აბა სხვანაირად რატომ უნდა მინდოდეს ასე ძალიან წულუკიანის კულტურის მინისტრობა?” ამ პოსტს ნიკა გვარამიამ ასეთი კომენტარი დაუწერა: “მაზოხისტი გინდოდა გეთქვა )” ნინო ჯანგირაშვილმა უპასუხა: “მაზოხისტი რატომ, კაცო. მე კი არ ვარ კულტურის მუშაკი. აი იმ მუშაკებისთვის მინდა თეა. ანუ სადისტი ვარ.” ნიკა გვარამია: “აააა :))))) მივხვდი”
ხათუნა ლაგაზიძე – “ყველა აქციის მთავარი მოთხოვნა სასწრაფო ვაქცინაცია უნდა იყოს!”
ხათუნა ლაგაზიძემ ფეისბუქში დაწერა: “გაგვხსნან, იმიტომ რომ დაგვკეტონ! ეს არის ხელისუფლების პოლიტიკა, რაც მათ კომფორტულ მართვაში ეხმარება!. ამიტომ, ამდენი ხანია ვიძახი: ყველა აქციის მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს სასწრაფო ვაქცინაცია მთელი ქვეყნის! ამისთვის რესურსი სახელმწიფოს აქვს! სხვაგვარად, ფრაგმენტული და თემატური მოთხოვნებით მხოლოდ ხელისუფლების წისქვილზე ვასხმათ წყალს და დაავადებულთა რიცხვის მატებას ისევ ჩვენს საწინააღმდეგოდ შემოატრიალებენ!”
გია ხუხაშვილი ირაკლი იმნაიშვილზე – “ეს არის ბიბისის პიკასოს ბიჭი?!”
გია ხუხაშვილი რუსთავი 2-ში 5 თებერვალს საღამოს ნიკა მელიასა და ჟურნალისტ ირაკლი იმნაიშვილს შორის კამათს ფეისბუქში ასე გამოეხმაურა: “გუშინდელმა დღემ აჩვენა, რომ მელიასთან “სისხლიანი 9 წლის” ტექნოლოგიური მატრიცა არ მუშაობს. შესაბამისად, ჯიუტად ამ ტექნოლოგიის გამოყენება მხოლოდ ჟურნალისტის დაბალ ინტელექტულაურ დონეზე მეტყველებს, რაც მისი, როგორც პროპაგანდისტის ლუსტრაციით მთავრდება. ეს არის BBC-ს პიკასოს ბიჭი?!”
ნიკა გვარამია – “ჩემი ნომერი კი ყველამ იცით, მაგრამ ანაზე არაფერს გეტყვით”
ბიძინა ივანიშვილი შვილიშვილთან ერთობა – ვიდეო
„შეყრიან ყველა ბავშვს, აიწევს კოვიდის რაოდენობა, დაკეტავენ“ – ანა არგანაშვილი
ანა არგანაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ისევ არანაირი გეგმა მოსწავლეების გეგმაზომიერი დაბრუნების, არანაირი მოდელი, არანაირი საპირფარეშოების და ჰიგიენის უზრუნველყოფის ზომები. შეყრიან ყველა ბავშვს, აიწევს კოვიდის რაოდენობა, დაკეტავენ. და ჩვენ რომ გეგმის არქონით სკოლებში დაბრუნებაზეც მადლიერი ვართ, ეს არის სევდიანი. განათლების სამინისტრო რომ არ გვქონდეს, ზუსტად ასე უგეგმოდ გავიხსნებოდით.“
„რომელ 2022 წელზე ლაპარაკობთ, ხალხს სული ძვრება შიმშილით“ – გურამ ჩალაგაშვილი
„გამარჯვებული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „რომელ 2022 წელზე ლაპარაკობთ. ხალხს სული ძვრება შიმშილით, ქვეყანა აღარ გვაქვს, დაგვემხო თავზე ყველაფერი. პოლიციის ეზოებში კლავენ ადამიანებს და რა? რატომ 2022-ში, ნახევრად გააყალბეს არჩევნები და ნახევარი ვადა მივცეთ, თუ ასეთი შეთანხმებაა შემოთავაზებული? სესხების გადახდის ვადა გადაგვიწიეთ 2022 წლამდე “კეთილო პოლიტიკოსებო” და იქნებ დაგეთანხმოთ. P.S. მარტივია […]










