გიორგი ბარამიძე – “მე და ჩემი მეუღლე 2.000-2.000 ლარით დაგვაჯარიმეს”

გიორგი ბარამიძე - "მე და ჩემი მეუღლე 2.000-2.000 ლარით დაგვაჯარიმეს"გიორგი ბარამიძემ ფეისბუქში დაწერა:

“როგორც მოსალოდნელი იყო, პოლიციიდან მე და ჩემს მეუღლესაც დაგვირეკეს და გვაცნობეს, რომ 2.000/2.000 ლარით დაჯარიმებულები ვართ, კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით გამართულ საპროტესტო მარშში მონაწილეობის გამო.
ავუხსენი, რომ ეს მოქმედება იყო, ჩვენი პოლიტიკური პროტესტი პოლიტიკური მოტივებით მოქმედი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის დამანგრეველი და ხალხის კიდევ უფრო მეტად გამაღარიბებელი შეზღუდვების წინააღმდეგ.
ამიტომ ცხადია არ ვეთანხმები ამ ჯარიმის სამართლიანობას და ვაპირებთ შესაბამისი წესით სასამართლოში გავასაჩივროთ.
არა პოლიტიკურ შეზღუდვებს!”