ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „მართლა წავიდა, არ წავიდა, სად წავიდა არ ვიცი, მაგრამ მინიმუმ წლევანდელი ყველა პრობლემის გამო ისევ ეგ რომ უნდა ვიხსენიოთ “ლოცვებში” ფაქტია.
კატეგორია: სოციალური მედია
“ბავშვობაში ყოველთვის არის ერთი მომენტი, როცა ფანჯარა იღება და მომავალი შემოდის” – თალაკვაძის დღევანდელი პოსტი
მარიამ გაფრინდაშვილი – “ეს მაიმუნი ჩემი მეექვსე დისშვილია, 24 საათის წინ ლონდონში დაიბადა”
“რატომ მოხვდა ქართული სოციუმი, რუსებთან ერთად, ტრამპის ბანაკში” – მირიან მირიანაშვილი
მირიან მირიანაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “ტრამპის სასაცილო ფინალი ნამდვილად არ იყო მოულოდნელი. ტრამპიზმის ფიასკო მსოფლიო პოლიტიკური და პოლიტ.ტექნოლოგიური ელიტებისათვის არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე გადაწყვეტილი რეალობა იყო. სოციალურ ქსელებსა და ინტერვიუებში ამას ხშირად ვამბობდი კიდეც. თუმც სურკოვის მოგონილ ,,ლიბერასტიასთან” ,,მეომარ” ქართველობას ბაიდენსა და დემოკრატებზე სერიოზულად ჰქონდათ აკრეფილი და არაფრის გაგონება სურდათ. დღეს დადგა მომენტი ვიკითხოთ, რატომ მოხვდა […]
გია ხუხაშვილი – “კობახიძე მმართველი პარტიის თავმჯდომარედ აბსურდია!”
გია ხუხაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “მიუხედავად მწვავე კრიტიკისა, მქონდა პიროვნული ვალდებულება, არ მიმეღო მონაწილეობა მის წინააღმდეგ პოლიტიკურ პროექტში. კობახიძე, როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარე არის აბსურდი და მაღალი სახელმწიფოებრივი რისკების სერიოზული ფაქტორი. შესაბამისად, ერთის მხრივ პირადი ვალდებულება ძალას კარგავს და მეორეს მხრივ ჩნდება ამ ტრაგი-კომიკური სცენარის აღკვეთის საზოგადოებრივი ვალდებულება. ეს მოცემულობა განაპირობებს ჩემს შემდგომ ნაბიჯებს.”
ნიკა გვარამია – “წელს ზაფხულში 45-ის ვხდები და სა სიკვდილში წევეთრე?”
პოლიტიკიდან წასვლის შესახებ წერილში ბიძინა ივანიშვილმა დაწერა: “სულ რამდენიმე კვირაში 65 წელი შემისრულდება, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია პოლიტიკური საქმიანობის დასრულების გადაწყვეტილების მიღებისას.” ამ ფრაზას ნიკა გვარამია ფეისბუქში ასე გამოეხმაურა: “წელს ზაფხულში 45-ის ვხდები და სა სიკვდილში წევეთრე?”
“დღეს დილას სასწაულებრივად გადავურჩი სიკვდილს” – რა მოხდა დიდ დიღომში
დათო ჭუმბურიძემ ფეისბუქში დაწერა: “დღეს დილას სასწაულებრიად გადავურჩი სიკვდილს, როდესაც ჩემთვის წყნარად მივდიოდი დიდ დიღომში, მეოთხე მკრ-ში ტროტუარზე და არსაიდან ქუჩის ძაღლი დამესხა თავს. ინსტინქტურად უკან დავიწიე გზისკენ, ფეხი ამიცურდა და მანქანამ მილიმეტრებში გამიარა წაქცეულს. როგორ გადავრჩი, ახლაც ვერ ვაანალიზებ კარგად… ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქუჩის ძაღლი დამესხა თავს (უბრალოდ, ამ ჯერზე ნამდვილად […]










