გიგლა ბარამიძემ ბურჯანაძის პარტია დატოვა

გიგლა ბარამიძემ ბურჯანაძის პარტია დატოვაგიგლა ბარამიძემ ნინო ბურჯანაძის პარტია დატოვა.

ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა:

“ძვირფასო მეგობრებო, დიდი სიყვარულით გილოცავთ ძველით ახალ წელს. ამავე დროს, მსურს გაცნობოთ, რომ ჩემი მოღვაწეობის ერთი ეტაპი დასრულდა. მე დავტოვე პარტია ” ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობა ” და გენერალური მდივნის თანამდებობა.

მადლობა ჩემს კოლეგებს.

ყველას გულით ვუსურვებ წარმატებებს. წინ საინტერესო დრო გველის…”