“ეს ციყვი ასაფეთქებლებს ემსხვერპლა დღეს!!”

"ეს ციყვი ასაფეთქებლებს ემსხვერპლა დღეს!!"ფეისბუქ-გვერდზე “ჩემი ქალაქი მკლავს” ეს პოსტი დევს:

“ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი ამ ინფორმაციას ავრცელებს:
ეს ციყვი ასაფეთქებლებს ემსხვერპლა დღეს!!
ხიდან ჩამოვარდნილი და მომაკვდავი იპოვეს და ვერ გადაარჩინეს.
ვინ იცის, კიდევ რამდენი უდანაშაულო არსება შეეწირა თქვენს ამბიციებს!
რა გახდა, რომ ამ მანკიერ თვისებას გადავეჩვიოთ?
მართლა რა დააშავეს ცხოველებმა და ფრინველებმა?
ამ ციყვს სიცოცხლე, ხეებზე ხტუნაობა და თავისუფლებით ტკბობა უნდოდა და ჩვენ ის მოვკალით.”