კატეგორია: სოციალური მედია

„ხალხის ნაწილს რომ სცემენ, მეორე ნაწილს რატომ უხარია?“ – ნათია ფანჯიკიძე

ნათია ფანჯიკიძე - "ირაკლის ყავს ებრაელი მეგობარი, უამრავი ანეკდოტი იცის, განსაკუთრებით ებრაელებზე..."

ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს: „ერთი რამე არ მესმის და არც მინდა გავიგო, იმიტომ რომ კარგს ვერაფერს დავასკვნი – ხალხის ნაწილს რომ სცემენ, მეორე ნაწილს რატომ უხარია??? რა გიხარიათ? პასუხი დაახლოებით ასეთია, – ჩვენ რომ გვცემდნენ კარგი იყოო? ცუდი იყო. სხვას რომ სცემენ და თვალებს თხრიან, უკეთ ხართ? მაქსიმუმ 30 ნაციონალზე ხართ გაბრაზებული, ამ აქციებზე […]

ინგა გრიგოლია – “პაპუნა საოპერაციოდ შეიყვანეს. ვინც ამას ამართლებთ, აღარასდროს შემეხმიანოთ”

ცესკოსთან დარბევისას ტვ პირველის ოპერატორმა თვალის ტრავმა მიიღო

დღეს აქციაზე თვალის ტრავმა მიიღო ტვ პირველის ოპერატორმა პაპუნა ხაჩიძემ. ინგა გრიგოლიამ მასზე ფეისბუქში დაწერა: “ამ ბიჭის თვალია მისი პროფესია. თვალით მუშაობს, თვალია მისი მთავარი პროფესიული იარაღი,თვალით იხედება კამერაში და ისე აშუქებს მოვლენებს ამ წუთებში საოპერაციოდ შეიყვანეს, დღევანდელ აქციაზე დაშავების შემდეგ პაპუნას გამოჯანმრთელება,ვინც ამას ამართლებს,მართლა აღარასოდეს შემეხმიანოთ”

გია კორკოტაშვილი – “ოცნება, გაათრიეთ ეს ნაგლი ბოვშვი კობახიძე!”

გია კორკოტაშვილი - "დამახტით დილა-საღამოს! არავის არ მოგერიდებით წასართმევადაც და გასაგლეჯადაც!"

გია კორკოტაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “ოცნება, გაათრიეთ ეს ნაგლი ბოვშვი კობახიძე, ყველაფერს ისეთ ენაზე აწვდის საზოგადოებას, რომ აღიზიანებს და სრულ ნეიტრალიტეტში მყოფი ადამიანიც ხედავს რომ სიმართლეს არ ლაპარაკობს შეიგნეთ თქვე უტვინო ნაგლებო ეგეთი ,,დერძკებიც” ვერა ხართ და ამ ,,მაჩალკა” ტიპის ყბედობა გამაღიზიანებელია ხალხისთვის სხვა ვინმე ალაპარაკეთ ცოტა ადექვატური! სამოქალაქო დაპირისპირებას მოიმკით და პირველი ბიძო შენი ,,პირფარეშები” […]

ნინო ლომჯარია – “სიტუაციის დამშვიდება ხელისუფლების მოვალეობაა”

ნინო ლომჯარია - "იესო ქრისტეს სიკვდილის მიზეზი ასფიქსიაა, დღეს რეანიმაციებში ადამიანები იგუდებიან... არაფერი შეცვლილა"

ნინო ლომჯარიამ ფეისბუქში დაწერა: “მივმართავ თხოვნით ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გადადგას პოლიტიკური ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციისკენ! ეს თქვენი პასუხისმგებლობაა! მივმართავ თხოვნით ოპოზიციის ლიდერებს, მოუწოდონ მომხრეებს სიმშვიდისკენ და გააკეთონ ყველაფერი ვითარების განსამუხტავად! მივმართავ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, გააკეთონ ის, რაც გასაკეთებელია!”

ნანუკა ჟორჟოლიანი – “თვალებში ვერ გვიყურებენ და ძალიან პატარები არიან”

ნანუკა ჟორჟოლიანი - "თვალებში ვერ გვიყურებენ და ძალიან პატარები არიან"

ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქში დაწერა: “თვალებში ვერ გვიყურებენ და ძალიან პატარები არიან:(“

„იტყუება საბანაძე, პირველ რიგში ვიდექი, პოლიციის არანაირი კანონიერი მოთხოვნა არ ყოფილა!“ – ელისო კილაძე

„იტყუება საბანაძე, პირველ რიგში ვიდექი, პოლიციის არანაირი კანონიერი მოთხოვნა არ ყოფილა!“ - ელისო კილაძე

ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს: „იტყუება საბანაძე-პირველ რიგში ვიდექი, პოლიციის არანაირი კანონიერი მოთხოვნა არ ყოფილა!!!! მივედით და პირდაპირ წყლის ჭავლი გაუშვეს ! ხმოვანი გაფრთხილებაც კი არ ყოფილა! არანაირი გადაუდებელი აუცილებლობა არ ყოფილა-შენობაში შესვლას არავინ აპირებდა!“

ნათია ფანჯიკიძე – “ხალხი წყლით გაყინეს, რომ ყველა ლოგინად ჩავარდეს?”

ნათია ფანჯიკიძე - "ირაკლის ყავს ებრაელი მეგობარი, უამრავი ანეკდოტი იცის, განსაკუთრებით ებრაელებზე..."

ნათია ფანჯიკიძემ ფეისბუქში დაწერა: “კორონას ისტერიის ფონზე ხალხი წყლით გაყინეს, რომ ყველა ლოგინად ჩავარდეს?”

„პანდემიის დროს, ნოემბერში, წყლის ჭავლს რომ მიუშვებ მოქალაქეებზე, ეს მოსაკლავად გამეტებაა“ – არჩილ გამზარდია

არჩილ გამზარდია - "6 თვის წინ, ამ წუთებში, მამაჩემი ჯერ კიდევ სუნთქავდა..."

არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს: „პანდემიის დროს, ნოემბერში წყლის ჭავლს რომ მიუშვებ მოქალაქეებს, ეს მხოლოდ წყლის ჭავლი არაა, ეს ტყვიის ტოლფასია, მოსაკლავად გამეტებაა. გადატვირთულ კლინიკებსა და სასწრაფოებს საზრუნავს, რომ უმატებ დაშავებული მოქალაქეების გამო, ეს გაწირვაა. გაუფრთხილებლად რომ შლი აქციას, ეს უკანონობაა. და ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი მხოლოდ ხელისუფლებაა, მიზეზებზეც და შედეგებზე“.

„ნუ ჩქარობ გენაცვალოს ძია, მესამე კლასში გადახვალ ათასებზე, ახლა ასის ფარგლებში იანგარიშე“ – მღებრიშვილი კობახიძეს

„ნუ ჩქარობ გენაცვალოს ძია, მესამე კლასში გადახვალ ათასებზე, ახლა ასის ფარგლებში იანგარიშე“ - მღებრიშვილი კობახიძეს

გიორგი მღებრიშვილი სოცილალურ ქსელში კობახიძის განცხადებაზე წერს: „პიკზე იყო 7 ათასი ადამიანი. ცესკო არა ი. კობახიძე. ნუ ჩქარობ გენაცვალოს ძია, მესამე კლასში გადახვალ ათასებზე, ახლა ასის ფარგლებში იანგარიშე“.

ნიკა გვარამია – „დრონი ავწიეთ, გადავიღეთ უამრავი ხალხი და ჰაერში ჩაახშეს და მოგვტაცეს“

"თამარ ბაჩალიაშვილის მანქანას შავნაბადას სპეცრაზმის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი მისდევდა"

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, წერს, რომ დრონი ჩაახშეს, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლაა. “დრონი ავწიეთ, გადავიღეთ უამრავი ხალხი და ჰაერში ჩაახშეს და მოგვტაცეს. ვითხოვთ, შეწყდეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, რაც წარმოადგენს დანაშაულს, და მოგვეცეს კონსტიტუციით გარანტირებული შესაძლებლობა, თავისუფლად გავაშუქოთ მოვლენები!”, – წერს ნიკა გვარამია