“დღეს, ცხადია, ისევ დაგვარბევენ. ბონუსად 2 ათას ლარიანი ჯარიმები გვექნება…” – გიორგი მღებრიშვილი

"დღეს, ცხადია, ისევ დაგვარბევენ. ბონუსად 2 ათას ლარიანი ჯარიმები გვექნება..." - გიორგი მღებრიშვილიგიორგი მღებრიშვილმა ფეისბუქში დაწერა:

“მაგრად მეძინება, წუხელ.4 საათზე მივედი სახლში. ცხადია როცა საჭიროა მაშინ ვერ დაიძინებ, 5-მდე თვალი ვერ მოვხუჭე. დილას 10-ზე უკვე ვმუშაობდი. მთელი დღე ვირივით ვიმუშავე, 7-ის ნახევარზე მივედი სახლში. საჩქაროდ დავიბანე, გამოვიცვალე ცოტა შევჭამე და წამოვედი. ამ წუთას მოვედი. ამაღამ თუ არ დაგვიჭირეს მთელი ღამე უნდა გავათენო და ხვალ ღამენათევი ისევ სამუშაოდ გავვარდე.
მართლა ვინეს ჰგონია რომ ეს პროტესტი, ამბოხი , დარბევა, ახალგაზდული მუხტი მე ან სხვას მოგვწონს?!
ყელში ამოვიდა, უბრალოდ მეძინება და დასვენება მინდა.
ადრენალინი ქუჩის პროტესტის გარეთ იმდენია ქუჩა რა მოსატანია.
არადა აქ ვარ ისევ.
უბრალოდ ნორმალური ცხოვრება მინდა.
თავისუფალი და სამართლიანი ქვეყანა.
ვიცხოვრო ჩემთვის და წიგნებს ვკითხულობდე.
პ.ს. დღეს ცხადია ისევ დაგვარბევენ.
გადატენილია არიან პოლიციით.
ბონუსად 2 ათას ლარიანი ჯარიმები გვექნება.
სულ უბრალოდ-ჩემო ხმა რომ.მე მეკუთვნოდეს მაგის გულისთვის.
ბოდიშს გიხდით გუშინ დარბევის დროს გაშვებულ ლაივებში თავის ვერ შევიკავე და ჩემი გინებაც ისმის.
სინდვილეში თქვენობით ვლაპარაკობ დიდთან თუ პატარასთან, წიგნის ჭიების ჯგუფში ვარ და სიმშვიდე და სიწყნარე ყველაზე ძალიან მიყვარს.”