ნანუკა ჟორჟოლიანი – “276-მა ადამიანმა იცინა ხალხის წყლით დაშლის ვიდეოზე”

ნანუკა ჟორჟოლიანი - "276-მა ადამიანმა იცინა ხალხის წყლით დაშლის ვიდეოზე"ნანუკა ჟორჟოლიანმა ფეისბუქში დაწერა:

“276 ადამიანმა იცინა ვიდეოზე, რომელშიც ხალხს წყლის ჭავლით და მხუთავი გაზით შლიან. მათ შორის იყო თამუნაც, რომელიც შსს-ში მუშაობს , ბესო კალაძე გლდანის გამგეობის თანამშრომელი, მზია გაფრინდაშვილი (თეა წულუკიანის თანამშრომელი) და ვარიანის მაჟორიტარი ქართული ოცნებიდან და ეს ხალხი გვეუბნება, რომ 7 ნოემბერს დარბეულ ხალხზე გული შეტკივათ, გამორიცხულია.
ადამიანი ან გიყვარს, ან არა. თუ ნოემბერში, პანდემიის დროს, ადამიანების წყლის ჭავლით დაშლა გაცინებს, მათ შორის ახალგაზრდებს რომ თვალები სისხლიანი აქვთ, არ შეიძლება 13 წლის წინ მომხდარი 7 ნოემბერი გატირებდეს.
პ.ს. აქვე უნდა აღინიშნოს რომ გული შეტკივა 7 ათას კაცს, რაც იმას ნიშნავს რომ აქაც უმცირესობაში არიან.”