კატეგორია: სოციალური მედია

კობა ხაბაზი – „მოკლედ ქოცებს გადაასწრეს ქოცობაში”

კობა ხაბაზი - "ღამით ძველი ფბ გვერდი აღვადგინე, 15 მეგობარი მყავდა, უკვე 500 მყავს"

კობა ხაბაზი სოციალურ ქსელში წერს: „ნამდვილად არ მეცალა, 2 დღით ფბ სივრციდან გასული ვიყავი, დღეს დავბრუნდი და საოცრებავ… თურმე მიშას ვუღალატე; 2. თურმე უკრაინაში უპასუხისმგებლობას ვემალები; 3. თურმე ლელოში გადავდივარ; 4.თურმე მიშას ბანერი ჩემი თანხმობით აიღეს 5. თურმე მელიას ფანი ვარ, 6. თურმე ნაკაწრი რომ არ მაქვს, ესეიგი არ ვომობ… 7. თურმე ბევრმა ფულმა გამაფუჭა. […]

„ონკოლოგიის დროს თმები ჩემთან ერთად გადაიპარსა, რომ გამოეხატა თანადგომა…“ – მანანა ქოჩიაშვილი

„ონკოლოგიის დროს თმები ჩემთან ერთად გადაიპარსა, რომ გამოეხატა თანადგომა...“ - მანანა ქოჩიაშვილი

მანანა ქოჩიაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „მინდოდა მომეძებნა ყველა ფოტო რაც კი ერთად გვაქვს გადაღებული…მინდა მომეყოლა თქვენთვის ადამიანზე, რომელუც არავის არ ჰგავდა და იყო იმედი და ძალა გარშემომყოფთათვის….მინდა გიამბოთ ადამიანზე რომელმაც ჩემი ონკოლოგიის დროს თმები ჩემთან ერთად გადაიპარსა, რომ გამოეხატა თანადგომა და ჩემთვის კიდევ ერთხელ დაემტკიცებინა, რომ მეგობრობა არის ერთგულება და სხვა არაფერი… მის გვერდით ყოფნა […]

გია ხუხაშვილი – „ბიძინამ ისე დაავირუსა ჩვენი პოლიტიკური პროცესი, არც აფდეითი უშველის, არც აბგრეიდი”

გია ხუხაშვილი - 0%-იანი ბარიერი არის ქაოსის წინაპირობა

გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „ბიძინამ ისე დაავირუსა ჩვენი პოლიტიკური პროცესი, რომ ამას არც აფდეითი უშველის, არც აბგრეიდი. ახალი უნდა ვიყიდოთ სრულიად ახალი თაობის იდეოლოგიით და პროცესორით…”

არინა თავაქარაშვილი – „ეროვნული კონგრესი ან ეროვნული კონვენტი უნდა შედგეს და ღიად  გაცხადდეს – ევროპისაკენ!“

არინა თავაქარაშვილი - „ეროვნული კონგრესი ან ეროვნული კონვენტი უნდა შედგეს და ღიად  გაცხადდეს - ევროპისაკენ!“

არინა თავაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „პოლიტიკური გარემო, კარსმომდგარი ოკუპანტი, შემოქროლილი მეხუთე კოლონა, ევროქრისტიანული სივრცისკენ ” სწრაფვის დანაწევრება, ჯერ კიდევ ჩვენი მოქალაქეების ნაწილის სწრაფვა და მოქმედება სხვადასხვა ფორმით დასავლური ღირებულებების მხარდასაჭერად, თაობათა ნაოცნებარი დამოუკდებელი და თაავისუფალი საქართველოს იდეა, ახალგაზრდების სწრაფვა და მოქმედება დასავლური ღირებულებებისკენ, ჩვენი ემიგრაციის ტავდაუზოგავი შრომა ოჯახებისთვის და მუდმივად თანადგომა სამშობლოს თავისუფლებისათვის, ჯერ კიდევ […]

„ტორტის ფულს რომ მშობელი ვერ დადებს და იმ ბავშვს ტორტს არ აჭმევ… როდიდან დავკარგეთ ადამიანობა, ხალხნო” – რა მოხდა სკოლაში?

„ტორტის ფულს რომ მშობელი ვერ დადებს და იმ ბავშვს ტორტს არ აჭმევ… როდიდან დავკარგეთ ადამიანობა, ხალხნო” – რა მოხდა სკოლაში?

ადვოკატი მერი ცინარიძე სოციალურ ქსელში წერს: „ემოციურად დატვირთული საღამო. ტორტის ფულს რომ მშობელი ვერ დადებს და იმ ბავშვს ტორტს არ აჭმევ იმის გამო, რომ დედას ფული არ დაუდია, თან მიახლი პირში , ამაზე დიდი დაკნინება არაფერია. როდიდან დავკარგეთ ადამიანობა ხალხნო, როდიდან. ღვთისშიშიც დავკარგეთ, მოყვასის სიყვარულიც და საკუთარი თავიც. მეზიზღება ყველა ის ადამიანი, ვისაც სხვისი გაჭირვება […]

„უფალი სახარებაში 4 კატეგორიად ჰყოფს ადამიანებს“- მამა ლევანი

„კასპში ფეხით მიდიოდა კაცი, გაგიყოლებ სად მიდიხართქო? და ევროპაშიო - დაგვეცალა სამშობლო..."  - მამა ლევან ჯიქური

მამა ლევან ჯიქური სოციალურ ქსელში წერს: „ვფიქრობ ეს ყველა ადამიანის წასაკითხია, ამიტომ გაუზიარეთ ყველას ვისაც შეძლებთ. უფალი სახარებაში 4 კატეგორიად ჰყოფს ადამიანებს, და ისინი შედარებული ჰყავს მარცვლის თესვასთან. I მარცვალი-გზაზე დავარდა, რომელიც გაითელა და ცის ფრინველებმა შეჭამეს. ეს ადამიანთა ის კატეგორია, ვინც არ უსმენს საეკლესიო მოძღვრებას. როგორც გზა ვერ იღბს თესლს, იმიტომ რომ გაქვავებულია, ასევე […]

„მინდა, საჯაროდ ბოდიში მოვუხადო“ – გიორგი ფხაკაძე ამირან გამყრელიძეს ბოდიშს უხდის

„21-ე საუკუნეში ქალაქის ცენტრში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, წყალი რომ გაითიშება, რა ევროპაზეა საუბარი“ -  გიორგი ფხაკაძე

 გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს: „მინდა, საჯაროდ ბოდიში მოვუხადო ბატონ ამირანს. ბატონი ამირანი იყო და არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი გამოჩენილი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, რომელმაც ამ ქვეყნისთვის ბევრი რამ გააკეთა. როგორც დარგის ექსპერტი, ყოველთვის არ ვეთანხმებოდი (დასაბუთებულად) მის პოზიციას/მოსაზრებას და ასევე უფრო მაღალ სტანდარტს ვითხოვდი მისგან, ვინაიდან ის არის მაღალი დონის ექსპერტი არა მარტო საქართველოში, არამედ […]

 „პარაზიტი არსება“ – ბაჩანა შენგელია სალომე ზურაბიშვილზე

"ნიკა გვარამია ყველაზე მაგარი და ჭკვიანი გიჟია, ვისაც ვიცნობ" - ბაჩანა შენგელია

ბაჩანა შენგელია სოციალურ ქსელში წერს: „მთელი ცივილიზებული სამყარო მოითხოვს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ გადაყვანილ იქნას საზღავრგარეთ, შესაბამისად აღჭურვილ კლინიკაში. ამის ბერკეტი აქვს სალომე ზურაბიშვილს და არაერთი რეზოლუციის მიუხედავად, ჯიუტად უარს აცხადებს მის შეწყალებაზე. ამავდროულად, ეს პარაზიტი არსება, უკრაინას სთხოვს რუსეთთან მოლაპარაკების შემთხვევაში, მოლაპარაკების საგანი იყოს აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსული ჯარების გამოყვანა სიტყვები არ მაქვს […]

თორნიკე შარაშენიძე – „ფეისბუქმა ხალხს თვითკრიტიკის უნარი დაუჩლუნგა“

"ნაციონალების გამარჯვება "ოცნებას" შიგნიდან დაანგრევს, სააკაშვილი გმირი გამოვა" - თორნიკე შარაშენიძე

თორნიკე შარაშენიძე სოციალურ ქსელში წერს: „ამ ფეისბუქმა ხალხს თვითკრიტიკის უნარი დაუჩლუნგა. რამე ოხუნჯობაზე 300 ლაიქს ააგროვებენ ხოლმე და მერე მთელი სამყარო მათი ჰგონიათ. არადა, რა უნდა მაგას – ისე უნდა იოხუნჯო რომ ან აქეთა ბაბლს აამო ან იქითას. დაახლოებით იგივეა ოპოზიციური არხის ინტერაქტივში უმრავლესობა მთავრობის წინააღმდეგი რომაა, ხოლო სამთავრობოში კი ოპოზიციის წინააღმდეგი (და მერე ორივე […]

„ასეთი სტუმარი გვყავდა დღეს, ხელცარიელს ხომ არ გავუშვებდი” – რა აჩუქა ნანა საჯაიამ ბორის ჯონსონს

„ასეთი სტუმარი გვყავდა დღეს, ხელცარიელს ხომ არ გავუშვებდი" - რა აჩუქა ნანა საჯაიამ ბორის ჯონსონს

Fox News-ის ვაშინგტონის ბიუროს პოლიტიკური მიმართულების პროდიუსერი, ჟურნალისტი ნანა საჯაია ბორის ჯონსონთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და წერს: „ასეთი სტუმარი გვყავდა დღეს. ხელცარიელს ხომ არ გავუშვებდი და Georgian Legion – Грузинський Легіон ქართული ლეგიონი-ის სამკლავე ნიშანი ვაჩუქე”.