„ჩემს დას ირინას ვერ უკავშირდებოდნენ…“ – კადრები მიწისძვრის ეპიცენტრიდან – ვიდეო

„ჩემს დას ირინას ვერ უკავშირდებოდნენ…“ – კადრები მიწისძვრის ეპიცენტრიდან - ვიდეო

ქეთი ათენელი სოციალურ ქსელში წერს:

„თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო დღეს საშინელი დღე მქონდა… დილით დიშვილმა დამირეკა ბათუმიდან და მისგან შევიტყვე ეს საშინელი ამბავი და რომ ჩემს დას ირინას ვერ უკავშირდებოდნენ, რომელიც სწორედ მიწისძვრის ეპიცენტრში იმყოფებოდა… ხომ წარმოგიდგენიათ რა დამემართებოდა, როდესაც ლოდინი, რომ გამეგო დის ამბავი- საათობით გაგრძელდა.
მერე მომეშვა შიში როდესაც დისგან შეტყობინება მივიღე – “გადავრჩით” და თქვენ წარმოიდგინეთ არ მიფიქრია რომ ის ისეთი საშინელი სიტუაციიდან გადარჩა, როგორიც ამ – მისავე გადაღებულ ვიდეოზეა აღმებჭდილი და რომელიც ეს წუთებია მივიღე… თავიდან დამეწყო ნერვიულობა რომ ის მეტად სასიკვდილო სიტუაციაში ყოფილა…
ღმერთო მადლობა ამ სიხარულისთვის რასაც ახლა ვაცნობიერებ რომ და გადამირჩა!… მოვკვდებოდი ნამდვილად…
ვიდეო- ჩემი დის- ირინას გადაღებული“.