ჩელსის ბელგიელმა ნახევარმცველმა ედენ აზარმა მოედანზე თავის როლზე ისაუბრა და თქვა, რომ ის გუნდის ლიდერია. აზარმა ასევე ჩელსის მწვრთნელზე მაურისიო სარიზე ისაუბრა და თქვა, რომ მწვრთნელის აზრი მისთვის გადამწყვეტი არ არის: ”მწვრთნელს პატივს ვცემ, მაგრამ მე ჩემი შეხედულებები მაქვს და ჩემთვის ეს უფრო მნიშვნელოვანია. ვცდილობ, რომ მოედანზე ლიდერი ვიყო და ვფიქრობ ხშირად ეს კარგად გამომდის”–განაცხადა […]
კატეგორია: სპორტი
გეგა გეგეშიძე – ”ჩემი თანამდებობიდან ჩამოშორება ჩამოაქცევს როგორც ფედერაციას, ასევე ქვეყანას”
ბრალდების მხარის მოთხოვნა, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თანამდებობიდან ჩამოეშორებინათ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა და ის ისევ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტია. სასამართლო პროცესზე გეგა გეგეშიძემ ჭიდაობის ფედერაციის წარმატებაზე ისაუბრა. „თუ ვინმეს ვაშინებ, გამოვიდეს ფედერაციიდან და თქვას, რომ დავაშინე. არც გაქცევას ვაპირებ, არც დაშინებას. ჭიდაობის ფედერაცია არასოდეს ასეთი აღიარებული არ ყოფილა. ჩემი პრეზიდენტობის დროს 150 მედლით მეტი იყო, ვიდრე […]
ნეიმარმა ტრავმა მიიღო და სავარაუდოდ 3 კვირას გამოტოვებს
ბრაზილიელმა ფორვარდმა ნეიმარმა საფრანგეთის თასის თამაშში სტრასბურგის წინააღმდეგ ტრავმა მიიღო. ნეიმარს შარშანდელი ტრავმის რეციდივი აქვს და მას სავარაუდოდ რამდენიმე კვირის გამოტოვება მოუწევს. დიდი შანსია იმის, რომ ბრაზილიელი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველ შეხვედრაში ვერ მოახერხებს მონაწილეობის მიღებას, რომელიც 12 თებერვალს გაიმართება. პსჟ-ს მეტოქე მანჩესტერ იუნაიტედია და პირველი მატჩი მანჩესტერში ჩატარდება. ნეიმარმა შარშანდელი მერვედფინალი უკვე გამოტოვა ტრავმის […]
გონსალო იგუაინი სეზონის ბოლომდე ჩელსის ღირსებას დაიცავს
გონსალო იგუაინი ლონდონში ჩაფრინდა და ის ოფიციალურად ჩელსის ფეხბურთელია. იგუაინზე უფლებები კვლავინდებურად იუვენტუსს ეკუთვნის, თუმცა ის მილანში იყო განათხოვრებული. ხელშეკრულების თანახმად იგუაინში ჩელსიმ 8 მილიონი გადაიხადა და ის სეზონის ბოლომდე ჩელსიში იქნება, ხოლო შემდეგ კი შესაძლოა იუვენტუსშიც დაბრუნდეს. არგენტინელმა ფორვარდმა განაცხადა რომ მისთვის ჩელსიში თამაში დიდი პატივია და ის შეეცდება, მასზე დაკისრებული მოვალეობები ბოლომდე შეასრულოს.
დელე ალი მოედანზე მარტში დაბრუნდება
ტოტენჰემის ფორვარდმა დელე ალიმ ფულჰემთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და ის სავარაუდოდ თვენახევარი ვერ შეძლებს მოედანზე გამოსვლას. ალიმ თავის ტვიტერის გვერდზე მადლობა გადაუხადა თავის გულშემატკივრებს და იმედი გამოთქვა, რომ ის მალე შეძლებს თამაშს. ტოტენჰემს ბოლო პერიოდში შეტევაში სერიოზული პრობლემები შეექმნა, რადგან ჰარი კეინმა სერიოზული ტრავმა მიიღო, ხოლო ჰიონ მენ სონი კი აზიის თასზე გაემგაზავრა. თებერვალი ტოტენჰემისთვის […]
ნეიმარი: ”პსჟ-დან წასვლას არ ვაპირებ”
პსჟ-ს ვარსკვლავმა ნეიმარმა თავის მომავალზე ისაუბრა და თქვა, რომ ის არ აპირებს ამ გუნდის დატოვებას, რადგან მას ყველაფერი აკმაყოფილებს პარიზში. ნეიმარის თქმით მას საფრანგეთის ჩემპიონატთან შეგუება არ გაჭირვებია: ”საფრანგეთის ჩემპიონატი ძალიან გავს ესპანეთის პირველობას, ამიტომ შეგუება არ გამჭირვებია. პსჟ-ში ბედნიერი ვარ, ამიტომ სხვა გუნდებზე არ ვფიქრობ. ჩემზე რაც იწერება, ბევრი რამ სიცრუეა”–განაცხადა ნეიმარმა. ზაფხულში აქტიურად […]
”გეგეშიძე ორჯერ გალახეს და ის რომ ურტყამს, მხოლოდ ის ჩანს” – ბათუმში გეგეშიძის გამოშვებას ითხოვენ
ინციდენტი უნდა მოგვარდეს სპორტულ ოჯახში, – ეს განცხადება ბათუმში სპორტსმენება გააკეთეს. როგორც მათ აღნიშნეს, საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის დირექტორის გეგა გეგეშიძის გათავისუფლებას ითხოვენ და პროტესტის ნიშნად აქციას მართავენ. “შემთხვევითი ინციდენტი მოხდა, რასაც ცხადია ვგმობთ. მაგრამ მოჭიდავეებს შორის ჩხუბი პირველია თუ რა?! არ გვინდა გუნდი ორად გაიხლიჩოს. ინციდენტი უნდა მოგვარდეს სპორტულ ოჯახში. გეგეშიძე ჩხუბში გასაშველებლად შევიდა, ორჯერ […]
სალას თვითმფრინავის ნაწილები აღმოაჩინეს
ნორმანდიის კუნძულების სამძებრო საავიაციო დანაყოფმა თვითმფინავის ნაწილები აღმოაჩინა, რომელიც სავარაუდოდ 21 იანვარს დაკარგულ ბორტს ეკუთვნის. რომლითაც „კარდიფ სიტის“ ახლაწვეული, არგენტინელი ფეხბურთელი ემილიანო სალა მგზავრობდა. ასევე ინტერნეტში გავრცელდა აუდიოშეტყობინებაც, რომელიც ფეხბურთელმა მეგობრებს მანამდე გაუგზავნა, ვიდრე მისი თვითმფრინავი ლა-მანშის ზემოთ რადარებიდან გაქრებოდა. შეტყობინებაში სალა თვითმფრინავის ცუდ მდგომრეობაზე საუბრობს. ემილიანო სალა ნანტიდან კარდიფში კლუბში მისი დებიუტისათვის მიფრინავდა. ის […]
ესპანურმა სასამართლომ კრიშტიანო რონალდო დამნაშავედ ცნო და 18 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა
ესპანურმა სასამართლომ კრიშტიანო რონალდო გადასახადების დამალვაში დამნაშავედ ცნო და მას 2 პირობითი სასჯელი მიუსაჯა. გარდა ამისა, რონალდოს ესპანეთის ბიუჯეტში 18 მილიონი ევროს შეტანაც მოუწევს და თუ მან ეს არ გააკეთა შესაძლოა, კრიშტიანო ციხეშიც აღმოჩნდეს. ბოლო პერიოდში ესპანეთში ხშირია ბრალდებები ფეხბურთელების მიმართ, რომ ისინი თავს არიდებენ გადასახადების გადახდას. 2016 წელს ლიონელ მესის სასამართლომ ასევე ორწლიანი პირობითი […]
კევინ პრინც ბოატენგი ოფიციალურად ბარსელონას ფეხბურთელია
კევინ პრინც ბოატენგი ბარსელონაში ჩაფრინდა და გუნდთან კონტრაქტს ხელი მოაწერა. ბოატენგი ბარსელონაში სეზონის ბოლომდე იქნება და შემდეგ უკვე გაირკვევა დაბრუნდება თუ არა ის სასუოლოში. ბოატენგმა ბარსელონაში გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარიც გააკეთა და თქვა, რომ მისთვის ამ გუნდში ყოფნა ოცნების ასრულებაა: ”ძალიან გამიხარდა, რომ ბარსელონამ ჩემთან კონტრაქტის გაფორმება ისურვა და შანსი მომეცა, რომ ამ გუნდის მაისურით ვიასპარეზო. […]










