გონსალო იგუაინი სეზონის ბოლომდე ჩელსის ღირსებას დაიცავს

გონსალო იგუაინი სეზონის ბოლომდე ჩელსის ღირსებას დაიცავსგონსალო იგუაინი ლონდონში ჩაფრინდა და ის ოფიციალურად ჩელსის ფეხბურთელია. იგუაინზე უფლებები კვლავინდებურად იუვენტუსს ეკუთვნის, თუმცა ის მილანში იყო განათხოვრებული.

ხელშეკრულების თანახმად იგუაინში ჩელსიმ 8 მილიონი გადაიხადა და ის სეზონის ბოლომდე ჩელსიში იქნება, ხოლო შემდეგ კი შესაძლოა იუვენტუსშიც დაბრუნდეს.

არგენტინელმა ფორვარდმა განაცხადა რომ მისთვის ჩელსიში თამაში დიდი პატივია და ის შეეცდება, მასზე დაკისრებული მოვალეობები ბოლომდე შეასრულოს.