სალას თვითმფრინავის ნაწილები აღმოაჩინეს

სალას თვითმფრინავის ნაწილები აღმოაჩინესნორმანდიის კუნძულების სამძებრო საავიაციო დანაყოფმა თვითმფინავის ნაწილები აღმოაჩინა, რომელიც სავარაუდოდ 21 იანვარს დაკარგულ ბორტს ეკუთვნის. რომლითაც „კარდიფ სიტის“ ახლაწვეული, არგენტინელი ფეხბურთელი ემილიანო სალა მგზავრობდა.

ასევე ინტერნეტში გავრცელდა აუდიოშეტყობინებაც, რომელიც ფეხბურთელმა მეგობრებს მანამდე გაუგზავნა, ვიდრე მისი თვითმფრინავი ლა-მანშის ზემოთ რადარებიდან გაქრებოდა. შეტყობინებაში სალა თვითმფრინავის ცუდ მდგომრეობაზე საუბრობს.
ემილიანო სალა ნანტიდან კარდიფში კლუბში მისი დებიუტისათვის მიფრინავდა. ის საფეხბურთო კლუბ ნანტში თამაშობდა და უელსურმა კლუბმა გასულ კვირას 17 მილიონ ევროდ შეიძინა.

ნიუპოსტი