ლონდონის არსენალის მეკარემ პეტერ ჩეხმა განაცხადა რომ სეზონის ბოლოს ის კარიერას დაასრულებს. ჩეხის თქმით, მან უკვე ყველაფერს მიაღწია კარიერაში და გაგრძელების სურვილი აღარ აქვს: ”ფეხბურთი ძალიან მიყვარს, მაგრამ უკვე საკმარისი ვნახე და დროა რომ დავასრულო. წლევანდელ სეზონში ყველაფერს გავაკეთებ, რომ არსენალს დავეხმარო, შემდეგ კი უკვე ფეხბურთიდან წავალ”–განაცხადა ჩეხმა. პეტერ ჩეხმა სახელი ლონდონის ჩელსიში თამაშით გაითქვა, […]
კატეგორია: სპორტი
ენდი მარეი ავსტრალიის ღია პირველობას გამოეთიშა
შოტლანდიელი ჩოგბურთელი ენდი მარეი ავტრალისს ღია პირველობას გამოეთიშა. მარეის ტრავმების გამო დიდი დრო გაუცდა და ბოლო პერიოდში ის იშვიათად ჩნდებოდა კორტებზე. მარეიმ ესპანელ ბაუტისტა აგუტთან დამარცხდა 5 სეტში და ეს შეხვედრა 4 საათი და 9 წუთი გაგრძელდა. მარეიმ თამაშის შემდეგ თქვა რომ მას ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება გააგრძელებს თუ არა ის კარიერას, რადგან მას ტრავმა […]
კარიმ ბენზემამ ხელის ტრავმა მიიღო
მადრიდის რეალის ფრანგმა ფორვარდმა კარიმ ბენზემამ ბეტისთან შეხვედრის დროს ხელის ერთ-ერთი თითი მოიტეხა და მას რამდენიმე კვირა უქმობა მოუწევს. ბენზემამ თავის ტრავმაზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ისეთი სერიოზული არ არის და შესაძლოა ის მალე დაბრუნდეს მოედანზე. რაც შეეხება ბეტისთან შეხვედრას, რეალმა 88-ე წუთზე დანი სებალიოსის მიერ გატანილი გოლის წყალობით გაიმარჯვა და სატურნირო ცხრილში მე-4 […]
ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო
მელბურნში წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა. ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ მატჩში რეიტინგის 170-ე ნომერი კრისტოფერ ეუბანკსი 4 სეტში – 6:4, 4:6, 7:6(6), 6:3 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე იტალიელ სტეფანო ტრავალიას შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ, არგენტინელი გვიდო ანდრეოცი დაამარცხა. ამ გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა დააგროვა, ტრავალიასთან შეხვედრას კი […]
მარკო მატერაცი თბილისშია – ”ყოველთვის სასიამოვნოა საქართველოში ჩამოსვლა”
მარკო მატერაცი თბილისშია. მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. მატერაცი თბილისს “ზამთრის თასში” მონაწილეობის მისაღებად ეწვია. “საქართველოში ლეგენდების ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად ჩამოვედი, რათა ვითაშოთ ფეხბურთი და მეგობრები გავერთოთ. საქართველოში მეორედ ვარ და ყოველ ჯერზე სასიამოვნოა თქვენს ქვეყანაში ჩამოსვლა, პირველად საქართველოში რამდენიმე წლის წინ ჩამოვედი და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ აქ ძალიან თბილი ხალხია, ეს […]
ავსტრალიის ღია პირველობაზე ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია
ორშაბათს სტარტს აიღებს დიდი სლემის პირველი ტურნირი ავსტრალიაში და უკვე ცნობილია თუ ვინ იქნება ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე პირველ წრეში. ბასილაშვილი ამერიკელ კრისტოფერ იუბენკს დაუპირისპირდება, რომელიც ამჟამად რეიტინგში 171-ე პოზიციას იკავებს. იუბენკსმა საკვალიფიკაციო ეტაპი გადალახა და სწორედ ამის შემდეგ მოხვდა ავსტრალიის ღია პირველობაზე. რაც შეეხება ბასილაშვილს, ის ამჟამად მსოფლიო რეიტინგის ოცეულში შედის, ამიტომ სავარაუდოდ მას იუბენკსის […]
ტომას მიულერი ლივერპულთან ორივე შეხვედრას გამოტოვებს
ტომას მიულერმა ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო ჩემპიონთა ლიგაში და ის ლივერპულის წინააღმდეგ ორივე შეხვედრას გამოტოვებს. შეგახსენებთ რომ მიულერმა აიაქსთან შეხვედრაში მეტოქის წინააღმდეგ უხეშად ითამაშა, რის გამოც ის მოედნიდან გააძევეს. მიულერის არყოფნა ბაიერნისთვის დიდი დანაკლისი იქნება, რადგან ტომასი ბაიერნის ერთ-ერთი ლიდერია. ლივერპულის და ბაიერნის დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალებში ცენტრალურად ითვლება.
ჯანო ანანიძე: ”ვიტესში თამაში მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა”
ჯანო ანანიძემ კრილია სოვეტოვში ტრანსფერზე ისაუბრა და თქვა, რომ მას ჰოლანდიურ ვიტესში სურდა კარიერის გაგრძელება, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ეს ტრანსფერი ჩაიშალა: ”არ დავმალავ და ვიტყვი რომ ვიტესში თამაში მსურდა, მაგრამ რადგან ეს ვარიანტი არ გამოვიდა, კარიერას კრილია სოვეტოვში გავაგრძელებ. მინდა რომ ამ გუნდში მუდმივად ძირითად შემადგენლობაში ვიყო და ყველას ვანახო ჩემი შესაძლებლობები”–განაცხადა ანანიძემ. კრილია […]
აარონ რემზი ოფიციალურად იუვენტუსის ფეხბურთელია
აარონ რემზი ოფიციალურად იუვენტუსის ფეხბურთელი გახდა. კვირას ის ტურინში ჩაფრინდება და კონტრაქტს ხელს მოაწერს. რემზი იუვენტუსთან 5 წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და მისი წლიური ხელფასი 8 მილიონი ევრო იქნება. მასზე მაღალი ანაზღაურება მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს აქვს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა თანხა გადაიხადა იუვენტუსმა ამ ტრანსფერში. რემზი არსენალში 2008 წლიდან თამაშობდა და წლების მანძილზე მისი ერთ-ერთი ლიდერი […]
ბენჟამინ პავარი ბაიერნის ფეხბურთელი გახდა
მიუნხენის ბაიერნმა შტუტგარტის ფრანგი მცველი ბენჟამინ პავარი შეიძინა, რომელიც მიუნხენურ გუნდს ზაფხულში შეუერთდება. მანამდე პავარი სეზონის ბოლომდე ისევ შტუტგარტის ღირსებას დაიცავს, ხოლო მომავალი სეზონიდან კი ის ბაიერნის ფეხბურთელი იქნება. პავარმა ფეხბურთის გულშემატკივარს თავი მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გატანილი ლამაზი გოლით დაამახსოვრა, რომელიც ამავე დროს ძალიან მნიშვნელოვანი იყო. პავარის ტრანსფერი ბაიერნს 35 მილიონი ევრო დაუჯდა […]










