მარკო მატერაცი თბილისშია – ”ყოველთვის სასიამოვნოა საქართველოში ჩამოსვლა”

მარკო მატერაცი თბილისშია - ”ყოველთვის სასიამოვნოა საქართველოში ჩამოსვლა”მარკო მატერაცი თბილისშია. მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი საქართველოში ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა. მატერაცი თბილისს “ზამთრის თასში” მონაწილეობის მისაღებად ეწვია.

“საქართველოში ლეგენდების ტურნირზე მონაწილეობის მისაღებად ჩამოვედი, რათა ვითაშოთ ფეხბურთი და მეგობრები გავერთოთ. საქართველოში მეორედ ვარ და ყოველ ჯერზე სასიამოვნოა თქვენს ქვეყანაში ჩამოსვლა, პირველად საქართველოში რამდენიმე წლის წინ ჩამოვედი და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ აქ ძალიან თბილი ხალხია, ეს შთაბეჭდილება პირველივე ვიზიტიდან დამრჩა”, – თქვა მარკო მატერაციმ ჟურნალისტებთან პირველ კომენტარში.

ტურნირი მინი ფეხბურთში ოლიმპიურ სასახლეში 11 იანვარს დაიწყო. “ზამთრის თასი” 13 იანვარს ლეგენდების ტურნირით დასრულდება.

ამ დროისთვის თბილისში უკვე ჩამოვიდნენ ჯერემი ნჯიტაპი, პატრიკ ბერგერი და ვლადიმირ შმიცერი.

პორტუგალიელი ნუნუ გომეში დედაქალაქს ხვალ ესტუმრება. ლეგენდების ტურნირი 19:30 საათზე იწყება და მასზე დასწრება გულშემატკივრებისთვის უფასოა.

წელს, პირველად, ზამთრის თასში ფიფას გუნდი მონაწილეობს – მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის გუნდი თბილისში უეფას, ესპანეთის, უკრაინის, თურქეთისა და საქართველოს გუნდებთან ერთად, ზამთრის თასის მოსაპოვებლად იბრძოლებს.

იმედინიუსი