ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყო

ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობა გამარჯვებით დაიწყომელბურნში წლის პირველი დიდი სლემის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა.

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველ მატჩში რეიტინგის 170-ე ნომერი კრისტოფერ ეუბანკსი 4 სეტში – 6:4, 4:6, 7:6(6), 6:3 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე იტალიელ სტეფანო ტრავალიას შეხვდება, რომელმაც თავის მხრივ, არგენტინელი გვიდო ანდრეოცი დაამარცხა.

ამ გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილმა 45 სარეიტინგო ქულა დააგროვა, ტრავალიასთან შეხვედრას კი ოთხშაბათს, 16 იანვარს გამართავს.