რივერ პლეიტმა სანტიაგო ბერნაბეუზე ბოკა ხუნიორსი 3:1 დაამარცხა და კოპა ლიბერტადორესი მოიგო. პირველი შეხვედრა ამ გუნდებს შორის 2:2 დასრულდა, ხოლო მეორე მატჩი კი მადრიდში ჩატარდა, რადგან რივერ პლეიტის გულშემატკივრებმა ბოკა ხუნიორსის ავტობუსს ქვები ესროლეს და ამის გამო რივერი დაისაჯა. მადრიდში შეკრებილმა გულშემატკივარმა შესანიშნავი სანახაობა იხილა და რივერ პლეიტს გასამარჯვებლად დამატებითი დრო დასჭირდა, რადგან ძირითად დროში […]
კატეგორია: სპორტი
კრიშტიანო რონალდო: ”იუვენტუსში უფრო მეგობრული ატმოსფეროა, ვიდრე რეალში”
პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ იუვენტუსი და რეალი შეადარა და თქვა რომ იუვენტუსში უფრო მეგობრული ატმოსფეროა. რონალდოს თქმით იუვენტუსი ერთი დიდი ოჯახია, ხოლო რეალი ასეთი არ იყო: ”იუვენტუსში გადმოსვლის შემდეგ ყოველდღე ვგრძნობ რომ გუნდში ძალიან მეგობრული გარემოა და ყველა ფეხბურთელი ერთმანეთს პატივს სცემს. რეალშიც ასე იყო, თუმცა იყვნენ მოთამაშეები, ვინც თავს სხვებზე მაღლა აყენებდნენ. ძალიან მიხარია […]
თორნიკე ოქრიაშვილმა ისევ ტრავმა მიიღო
საქართველოს ნაკრების და კრასნოდარის ფორვარდმა თორნიკე ოქრიაშვილმა ისევ ტრავმა მიიღო და ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაბრუნდება ის მოედანზე. ოქრიაშვილმა როსტოვთან მატჩისწინა ვარჯიშზე მიიღო და სწორედ ამ მიზეზის გამო არ ითამაშა ამ შეხვედრაში. ოქრიაშვილს ტრავმები ხშირად აწუხებს და მან ამ მიზეზის გამო წელიწადზე მეტი გამოტოვა, თუმცა ის პერიოდულად მაინც ახერხებს კრასნოდარის შემადგენლობაში ლამაზი გოლების გატანას. ოქტომბერში […]
ბაიერნი ანტუან გრიზმანის შეძენას შეეცდება
როგორც ცნობილი გახდა წლევანდელი სეზონის ბოლოს ბაიერნს არიენ რობენი და ფრანკ რიბერი დატოვებენ და მიუნხენელები უკვე ეძებენ მათ შემცვლელს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბაიერნი ანტუან გრიზმანის შეძენას შეეცდება და მზად არის ამ ტრანსფერში დიდი თანხა გადაიხადოს. ბაიერნი ტრანსფერის განხორციელებას სავარაუდოდ ზაფხულში შეეცდება, თუმცა გრიზმანის ყიდვა უკვე სურდა ბარსელონას და კატალონიურმა გუნდმა ამის გაკეთება ვერ მოახერხა.
მოურინიომ თავისი გუნდი ისევ გააკრიტიკა
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ თავისი გუნდი ისევ გააკრიტიკა და თქვა რომ ინგლისში ყველა წამყვანი კლუბი განვითარდა, ხოლო მანჩესტერი კი ერთ ადგილზეა გაჩერებული. ჟოზეს აზრით ეს დიდწილად ფეხბურთელების ბრალია: ”ჯერჯერობით ჩვენთვის წლევანდელი სეზონი ცუდად მიმდინარეობს და პირველ ოთხეულშიც შესვლა ძალიან გაგვიჭირდება. არ ვიცი ასე რატომ ხდება, მაგრამ ჩვენს გარდა ინგლისის ყველა წამყვანი გუნდი გაძლიერდა. […]
ნეიმარი: ”პრემიერ ლიგაში თამაში ჩემი ოცნებაა”
ნეიმარმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ მისი ოცნება პრემიერ ლიგაში თამაშია, რადგან ნეიმარის აზრით ეს ტურნირი მსოფლიოში საუკეთესოა. მიუხედავად ამისა, ნეიმარმა ხაზი გაუსვა იმას, რომ ის პსჟ-ს ფეხბურთელია და მხოლოდ ამ გუნდზე ფიქრობს: ”ძალიან მომწონს პრემიერ ლიგა და იქ თამაში ჩემი ოცნებაა, თუმცა ეს როდის მოხდება არ ვიცი. ჯერჯერობით მე პსჟ-ში ვთამაშობ და სხვა გუნდების ვარიანტს […]
ლუკა მოდრიჩი: ”მესი და რონალდო საუკეთესოები არიან”
მადრიდის რეალის ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა განაცხადა რომ ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო მსოფლიოში საუკეთესოები არიან, მიუხედავად იმისა რო ოქროს ბურთი ლუკა მოდრიჩმა მოიგო. მოდრიჩის აზრით მისი გამარჯვება დიდწილად მისი თანაგუნდელების დამსახურება იყო: ”ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ოქროს ბურთი მოვიგე და ეს ჩემთვის უდიდესი პატივია, მაგრამ თანაგუნდელების გარეშე ვერაფერს მოვაღწევდი. ჩემი აზრით, მესი და რონალდო ისევ […]
კოკორინი და მამაევი ციხეში 8 თებერვლამდე დარჩებიან
ალექსანდრ კოკორინი და პაველ მამაევი 8 თებერვლამდე ციხეში დარჩებიან. მოსკოვის სასამართლომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო. 8 თებერვალს ამ ორი ფეხბურთელის სასამართლო პროცესი გაიმართება და შეიძლება ისინი სასამართლოს დარბაზიდან გაანთავისუფლონ. კოკორინს და მამაევს ბრალი ხულიგნობაში ედებათ, რადგან მათ მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს ერთ-ერთ კაფეში რუსი ჩინოვნიკი ცემეს, ხოლო შემდეგ კი რუსული არხის ოერტეს წამყვანის მძღოლს გაუსწორდნენ. ბრალის […]
ოქროს ბურთი ლუკა მოდრიჩმა მიიღო
მადრიდის „რეალისა“ და ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა ოქროს ბურთი მოიპოვა: ამ პრიზს წლის საუკეთესო ფეხბურთელს პოპულარული ჟურნალი France Football-ი გადასცემს. საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის განკუთვნილი რაიმონ კოპას სახელობის პრიზი კი საფრანგეთის ნაკრებისა და „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელ კილიან მბაპეს ერგო. 25 სექტემბერს FIFA-მ 2018 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩი დაასახელა. 30 აგვისტოს კი წლის საუკეთესო ფეხბურთელად მოდრიჩი UEFA-მაც დაასახელა.
გამარჯვება ბოლო წამზე – საქართველომ ისრაელს 71:69 მოუგო – ვიდეო
3 დეკემბერს, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მორიგი მატჩში ისრაელი 71:69 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ესტონეთთან გამარჯვებამ და ისრაელის მიერ სერბეთის ძლევამ ჩვენი გუნდის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი პრაქტიკულში გარდასახა და ამ მატჩში აუცილებლად მოგება სჭირდებოდა. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა პარკეტზე: მაკფადენი, შერმადინი, ბურჯანაძე, ცინცაძე, სანაძე. პირველი […]










