თორნიკე ოქრიაშვილმა ისევ ტრავმა მიიღო

თორნიკე ოქრიაშვილმა ისევ ტრავმა მიიღოსაქართველოს ნაკრების და კრასნოდარის ფორვარდმა თორნიკე ოქრიაშვილმა ისევ ტრავმა მიიღო და ჯერჯერობით უცნობია თუ როდის დაბრუნდება ის მოედანზე. ოქრიაშვილმა როსტოვთან მატჩისწინა ვარჯიშზე მიიღო და სწორედ ამ მიზეზის გამო არ ითამაშა ამ შეხვედრაში.

ოქრიაშვილს ტრავმები ხშირად აწუხებს და მან ამ მიზეზის გამო წელიწადზე მეტი გამოტოვა, თუმცა ის პერიოდულად მაინც ახერხებს კრასნოდარის შემადგენლობაში ლამაზი გოლების გატანას. ოქტომბერში თორნიკემ მაკრატელა დარტყმით სევილიას კარი დალაშქრა.