ბაიერნი ანტუან გრიზმანის შეძენას შეეცდება

ბაიერნი ანტუან გრიზმანის შეძენას შეეცდებაროგორც ცნობილი გახდა წლევანდელი სეზონის ბოლოს ბაიერნს არიენ რობენი და ფრანკ რიბერი დატოვებენ და მიუნხენელები უკვე ეძებენ მათ შემცვლელს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბაიერნი ანტუან გრიზმანის შეძენას შეეცდება და მზად არის ამ ტრანსფერში დიდი თანხა გადაიხადოს.

ბაიერნი ტრანსფერის განხორციელებას სავარაუდოდ ზაფხულში შეეცდება, თუმცა გრიზმანის ყიდვა უკვე სურდა ბარსელონას და კატალონიურმა გუნდმა ამის გაკეთება ვერ მოახერხა.