კატეგორია: სპორტი

მოსკოვის ლოკომოტივის 18 წლის ფეხბურთელი ქუჩაში გაყინული იპოვეს

მოსკოვის ლოკომოტივის 18 წლის ფეხბურთელი ქუჩაში გაყინული იპოვეს

დაკარგვიდან ორი დღის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს მოსკოვის “ლოკომოტივის” 18 წლის ნახევარმცველი ალეკსეი ლომაკინი. ლომაკინის დედამ პოლიციაში განაცხადა, რომ მისი შვილი 30 ნოემბერს “ლოკომოტივის” ბაზაზე წავიდა, იქ დარჩა და შემდეგ დაიკარგა. დედის თქმით, მისი შვილი სამედიცინო პრეპარატ ტროპიკამიდს იღებდა და არაადეკვატური ხდებოდა. როგორც ირკვევა, ფეხბურთელი მეგობართან ერთად უგონოდ დათვრა, უგზო-უკვლოდ დაიკარგა და მასზე ძებნა იყო გამოცხადებული. […]

ვლადიმერ ვაისი: ”დროა ირლანდია დავამარცხოთ”

ვლადიმერ ვაისი საქართველოს ნაკრებში კიდევ 2 წლით დარჩა

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა განაცხადა რომ დრო არის საქართველომ ირლანდიის ნაკრები დაამარცხოს. ეს ორი ნაკრები წარსულში ძალიან ხშირად შეხვედრიან ერთმანეთს და სტატისტიკა საქართველოს წინააღმდეგ არის. ვაისის თქმით დროა რომ ეს შეიცვალოს: ”შვეიცარია და დანია ძლიერი გუნდები არიან და მათთან ნამდვილად რთული მატჩები გვექნება. რაც შეეხება ირლანდიას, ისინი უნდა დავამარცხოთ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. საქართველოს […]

კეილორ ნავასი შესაძლოა რეალიდან წავიდეს

კეილორ ნავასი შესაძლოა რეალიდან წავიდეს

მადრიდის რეალის მეკარემ კეილორ ნავასმა უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო რომ მას ერთი თვის მანძილზე რეალის არცერთ შეხვედრაში არ მიუღია მონაწილეობა. ნავასის მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ გართულდა, რაც რეალს სათავეში სანტიაგო სოლარი ჩაუდგა: ”კურტუა მაღალი დონის მეკარეა, მაგრამ ვფიქრობ რომ ხანდახან შანსი მეც უნდა მომეცეს, რადგან ეს დავიმასხურე. ზედიზედ სამჯერ ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, ამიტომ სათადარიგოთა სკამზე […]

საქართველომ ესტონეთს ტალინში 80:73 მოუგო

საქართველომ ესტონეთს ტალინში 80:73 მოუგო

მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის L ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა ესტონეთი 80:73 დაამარცხა, რითაც მომავალ წელს, ჩინეთში გასამართ მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი შეინარჩუნა. შეხვედრას ტალინის „საკუ არენამ“ უმასპინძლა. საქართველოს ნაკრები ესტონეთთან დაფიქსირებული შედეგით ცხრილში კონკურენტ ისრაელს გაუთანაბრდა და ურთიერთშეხვედრების უპირატესობის ხარჯზე მის წინა, მე-4 ადგილს იკავებს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე გიორგი შერმადინი გახდა, რომელმაც არასრულ 31 წუთში 23 ქულა, 11 მოხსნა და 1 […]

ბოკა-რივერი 9 დეკემბერს სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება

ბოკა-რივერი 9 დეკემბერს სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება

რივერ პლეიტის და ბოკა ხუნიორსის განმეორებითი შეხვედრა 9 დეკემბერს, სანტიაგო ბერნაბეუზე გაიმართება. ეს გადაწყვეტილება ოფიციალურია. ამ ორი გუნდის პირველი შეხვედრა 2:2 დასრულდა და განმეორებითი მატჩი რივერის სტადიონზე უნდა გამართულიყო, თუმცა მატჩი გადაიდო, რადგან ბოკა ხუნიორსის ავტობუსს ქვები დაუშინეს, რის გამოც ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო. ამის გამო რივერ პლეიტი დაისაჯა და განმეორებითი შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე გაიმართება. […]

სანჩესს მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლა სურს

სანჩესს მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლა სურს

მანჩესტერ იუნაიტედის ჩილელ ფორვარდს იანვარში გუნდის დატოვება სურს, რადგან მას მოურინიოსთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და ზოგადად მას არ გამოსდის ამ გუნდში კარგად თამაში. სანჩესის მომავალი კლუბი სავარაუდოდ პსჟ იქნება, სადაც ალექსისი ადრეც აპირებდა გადასვლას, თუმცა ეს ტრანსფერი მაშინ ჩაიშალა. ამჯერად ყველაფერი გაცილებით რეალურია. თვითონ ალექსისი ჯერჯერობით ამ საკითხზე საუბარს ერიდება, თუმცა ფაქტია რომ მან მანჩესტერში […]

ერნესტო ვალვერდე: ”გუნდის თამაშით და შედეგით კმაყოფილი ვარ”

ერნესტო ვალვერდე: ”გუნდის თამაშით და შედეგით კმაყოფილი ვარ”

ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა რომ პსვ-სთან გუნდის თამაშით და შედეგით კმაყოფილია და ბოლო პერიოდში ბარსელონა სტუმრად ძალიან კარგად თამაშობს. ვალვერდეს აზრით გუნდმა მხოლოდ დაცვაში უნდა მოუმატოს, სხვა რგოლებში ყველაფერი წესრიგშია: ”შეტევაში არასოდეს გვიჭირდა და ეხლაც მოწოდების სიმაღლეზე ვართ. ჩემპიონთა ლიგაში სამ გასვლით შეხვედრაში 7 ქულა დავაგროვეთ, რაც ძალიან კარგი შედეგია. ჩვენი ერთადერთი სისუსტე […]

ისკოს სოლარისთან კონფლიქტი აქვს

ისკოს სოლარისთან კონფლიქტი აქვს

მადრიდის რეალის ნახევარმცველს ისკოს, ახალ მთავარ მწვრთნელთან სანტიაგო სოლარისთან კონფლიქტი აქვს და შესაძლოა ამის გამო ის გუნდიდან წავიდეს. ეიბართან მატჩის დროს ისკო სოლარიმ შეცვალა, რის შემდეგაც ისკომ თავის მწვრთნელს ხელი არ ჩამოართვა და სავარაუდოდ ამ მიზეზის გამო ისკო რომას წინააღმდეგ მატჩის განაცხადშიც ვერ მოხვდა. სოლარიმ განაცხადა რომ ამას სპორტული მიზეზი ჰქონდა, მაგრამ ეს განცხადება დამაჯერებლად […]

ჟოზე მოურინიო: ”დე ხეამ რამდენჯერმე გადაგვარჩინა”

ჟოზე მოურინიო: ”დე ხეამ რამდენჯერმე გადაგვარჩინა”

მანჩესტერ იუნაიტედმა საკუთარ მოედანზე შვეიცარიული იანგ ბოისი ბოლო წუთზე გატანილი გოლის წყალობით 1:0 დაამარცხა. ეს გოლი ფელაინიმ გაიტანა. მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ განაცხადა რომ ასეთი თამაში მის გუნდს არ ეკადრება და რომ არა დე ხეა შესაძლოა მანჩესტერს საერთოდ წაეგო კიდეც: ”გუნდისგან გაცილებით უკეთეს თამაშს ველი, თუმცა ბედნიერი ვარ იმით რომ გავიმარჯვეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით. […]

რიბერი სეზონის ბოლოს ბაიერნს დატოვებს

რიბერი სეზონის ბოლოს ბაიერნს დატოვებს

ბაიერნის ფრანგი ნახევარმცველი ფრანკ რიბერი სეზონის ბოლოს ბაიერნს დატოვებს. რიბერის კონტრაქტი ეწურება და ბაიერნი მასთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებას არ აპირებს. რიბერი უკვე 35 წლის არის და ის უკვე ვეღარ აჩვენებს ისეთ თამაშს, როგორც ადრე, თუმცა ფრანგი შემტევი კარიერის დასრულებას არ აპირებს და შესაძლოა ის სამშობლოში დაბრუნდეს. სავარაუდოდ ბაიერნს დატოვებს არიენ რობენიც, რომელსაც წლის ბოლოს ასევე […]