სანჩესს მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლა სურს

სანჩესს მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლა სურსმანჩესტერ იუნაიტედის ჩილელ ფორვარდს იანვარში გუნდის დატოვება სურს, რადგან მას მოურინიოსთან დაძაბული ურთიერთობა აქვს და ზოგადად მას არ გამოსდის ამ გუნდში კარგად თამაში. სანჩესის მომავალი კლუბი სავარაუდოდ პსჟ იქნება, სადაც ალექსისი ადრეც აპირებდა გადასვლას, თუმცა ეს ტრანსფერი მაშინ ჩაიშალა.

ამჯერად ყველაფერი გაცილებით რეალურია. თვითონ ალექსისი ჯერჯერობით ამ საკითხზე საუბარს ერიდება, თუმცა ფაქტია რომ მან მანჩესტერში კარიერა ვერ აიწყო.