ვლადიმერ ვაისი: ”დროა ირლანდია დავამარცხოთ”

ვლადიმერ ვაისი: ”დროა ირლანდია დავამარცხოთ”საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა განაცხადა რომ დრო არის საქართველომ ირლანდიის ნაკრები დაამარცხოს. ეს ორი ნაკრები წარსულში ძალიან ხშირად შეხვედრიან ერთმანეთს და სტატისტიკა საქართველოს წინააღმდეგ არის. ვაისის თქმით დროა რომ ეს შეიცვალოს:

”შვეიცარია და დანია ძლიერი გუნდები არიან და მათთან ნამდვილად რთული მატჩები გვექნება. რაც შეეხება ირლანდიას, ისინი უნდა დავამარცხოთ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. საქართველოს ნაკრებს აქვს პროგრესი და კიდევ უფრო წინ უნდა წავიდეთ”–განაცხადა ვაისმა.