ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა განაცხადა ლივერპულისთვის სეზონი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული, თუ ისინი ჩემპიონები გახდებიან. კლოპის აზრით, ლივერპულის ჩემპიონობის დრო მოვიდა: ”პრემიერ ლიგის მოგება ძალიან გვინდა და გუნდში ამ მხრივ ყველა ერთ განწყობაზეა. ჩემპიონთა ლიგაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სეზონი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება წარმატებული თუ ინგლისის ჩემპიონატს მოვიგებთ”–განაცხადა იურგენ კლოპმა.
კატეგორია: სპორტი
კრიშტიანო რონალდო: ”მანჩესტერს უბრალოდ გაუმართლა”
კრიშტიანო რონალდომ მანჩესტერ იუნაიტედთან მატჩზე ისაუბრა და თქვა რომ მისი გუნდი წაგებას არ იმსახურებდა. რონალდოს აზრით იუვენტუსი მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა უპირატესობას და მანჩესტერს უბრალოდ გაუმართლა: ”ეს მატჩი უნდა მოგვეგო, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ბოლო წუთებზე კონცენტრაცია დავკარგეთ და ამის გამო დავისაჯეთ. ჩემპინთა ლიგა ისეთი ტურნირია, სადაც ყოველთვის ბოლო წუთამდე უნდა ითამაშო”–განაცხადა რონალდომ. იუვენტუსი საკუთარ […]
რაჰიმ სტერლინგმა შახტარს ბოდიში მოუხადა
მანჩესტერ სიტის ფორვარდმა რაჰიმ სტერლინგმა შახტართან მატჩის შემდეგ განაცხადა რომ მასზე დანიშნული პენალტი არ იყო ლეგიტიმური და ამის გამო მან შახტარს ბოდიშიც მოუხადა: ”იმ ეპიზოდში ბურთთან ერთად მივრბოდი და რაღაცას ფეხი წამოვხარი. მგონი ეს მოედანი იყო და არა მეტოქე ფეხბურთელის ფეხი, თუმცა იმ მომენტში მაინც წავიქცეოდი. ვფიქრობ, პენალტი არ იყო, ამიტომ მინდა შახტარს ბოდიში მოვუხადო”–განაცხადა […]
ერნესტო ვალვერდე: ”ინტერთან არ გაგვიმართლა, მაგრამ შედეგით კმაყოფილი ვარ”
ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ინტერთან შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა რომ ბარსელონა გამარჯვებას იმსახურებდა, თუმცა ფრეც არ არის ცუდი შედეგი: ”მთელი მატჩის მანძილზე გვქონდა უპირატესობა და თამაშის სადავეებს ვაკონტროლებდით, თუმცა ინტერი ძლიერი გუნდია და მათ თავიანთი ერთადერთი შანსი გამოიყენეს. ფრე კარგი შედეგია, რადგან პრაქტიკულად ჯგუფიდან გასულები ვართ”–განაცხადა ერნესტო ვალვერდემ. ვალვერდემ მესიზეც ისაუბრა და თქვა რომ […]
ბეილმა შეიძლება რეალი დატოვოს
გარეტ ბეილის რეალიდან წასვლაზე ისევ განახლდა საუბრები. ბოლო პერიოდში ბეილი ვერ აჩვენებს იმ თამაშს, რასაც მისგან ელის გულშემატკივარი ამიტომ შესაძლოა მან რეალი დატოვოს. ბეილის მანჩესტერ იუნაიტედში ტრანსფერზე ადრეც იყო საუბრები, მაგრამ საბოლოოდ ეს უელსელმა ფეხბურთელმა რეალში დარჩენა ამჯობინა, მაგრამ იანვარში შეიძლება ყველაფერი შეიცვალოს. გარეტ ბეილი რეალში 2013 წელს გადავიდა და გუნდთან ერთად უამრავი ტიტული მოიგო, […]
კონტე ჩელსისგან 23 მილიონ ევროს ითხოვს
ანტონიო კონტე ლონდონის ჩელსის სასამართლოში უჩივის და მისგან 23 მილიონ ევროს ითხოვს. კონტე ჩელსის რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს და მორალური კომპენსაციის სახით ითხოვს ამ თანხას. ჩელსი ამ მოთხოვნას არ იზიარებს და კონტეს აქეთ ადანაშაულებს, რომ ის ხშირად არღვევდა სპონსორთან დადებულ ხელშეკრულებას და ასევე ზოგჯერ პრესკონფერენციებზეც აგვიანებდა ხოლმე. კონტემ ჩელსიში ორი სეზონი გაატარა და პირველ სეზონში მან […]
არსენ ვენგერი შესაძლოა მილანის მწვრთნელი გახდეს
ჯენარო გატუზოს მილანში დიდი დღე არ უწერია და ის სავარაუდოდ ზამთარში დატოვებს თავის პოსტს. მის შემცველელად ბევრი კანდიდატურა სახელდება და ბოლო პერიოდში არსენ ვენგერზეც ჩამოვარდა საუბარი, რომელიც არსენალიდან წამოსვლის შემდეგ, არ აპირებს სამწვრთნელო კარიერის დასრულებას. ვენგერის თქმით ის მზად არის ევროპული ფეხბურთის რომელიმე გრანდს ჩაუდგეს სათავეში, ამიტომ მისი მილანში დანიშვნა სიურპრიზი არ იქნება. შეგახსენებთ რომ […]
ნიკო კოვაჩს ბაიერნში ავტორიტეტი არა აქვს
გერმანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ რომ ნიკო კოვაჩს ბაიერნში ავტორიტეტი არა აქვს და ფეხბურთელები მას სერიოზულად არ უყურებ. საუბარია რიბერიზე, რობენზე და მიულერზე, რომელთანაც კოვაჩს მცირე კონფლიქტიც მოუვიდა. კოვაჩთან ერთად ბაიერნი ვერ აჩვენებს იმ შედეგებს, რასაც მისგან ელიან, ამიტომ არ არის გამორიცხული რომ მან დიდხანს არ იმუშავოს ბაიერნში. ბოლო მატჩი მიუნხენელებმა საკუთარ მოედანზე ფრაიბურგთან […]
რაფაელ ვან დერ ვაარტმა კარიერა დაასრულა
ცნობილმა ჰოლანდიელმა ფეხბურთელმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა კარიერა დაასრულა. ამის შესახებ მან განცხადება გააკეთა და თქვა რომ 35 წლის ასაკში მას უკვე აღარ შეუძლია ისე თამაში, როგორც ადრე: ”სამწუხაროა, მაგრამ უკვე აღარ შემიძლია მაღალ დონეზე ვითამაშო, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება რომ თამაშს შევეშვა. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ წლების მანძილზე გვერდში მედგა. ჩემი კარიერით […]
ჟოზე მოურინიო: ”ჩემპიონობის შანსი აღარ გვაქვს”
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ განაცხადა რომ მის გუნდს წელს ჩემპიონობის შანსი აღარ აქვს, რადგან ისინი ოთხეულშიც არ შედიან. ჟოზეს აზრით, მანჩესტერის მთავარი მიზანი ოთხეულში შესვლა უნდა იყოს: ”ჩვენ ძალიან შორს ვართ ლიდერებისგან, ამიტომ ჩემპიონობაზე საუბარი უკვე ზედმეტია. ჩვენი მთავარი მიზანი ოთხეულში შესვლა უნდა იყოს და ეს მიზანიც საკმაოდ რთულად მისაღწევი იქნება. რეალობას თვალი […]










