კონტე ჩელსისგან 23 მილიონ ევროს ითხოვს

კონტე ჩელსისგან 23 მილიონ ევროს ითხოვსანტონიო კონტე ლონდონის ჩელსის სასამართლოში უჩივის და მისგან 23 მილიონ ევროს ითხოვს. კონტე ჩელსის რეპუტაციის შელახვაში ადანაშაულებს და მორალური კომპენსაციის სახით ითხოვს ამ თანხას. ჩელსი ამ მოთხოვნას არ იზიარებს და კონტეს აქეთ ადანაშაულებს, რომ ის ხშირად არღვევდა სპონსორთან დადებულ ხელშეკრულებას და ასევე ზოგჯერ პრესკონფერენციებზეც აგვიანებდა ხოლმე.

კონტემ ჩელსიში ორი სეზონი გაატარა და პირველ სეზონში მან პრემიერ ლიგის მოგებაც შეძლო, მაგრამ შარშან კონტეს ფეხბურთელებთან ურთიერთობა გაუფუჭდა და ჩელსიმაც ვერ აჩვენა კარგი შედეგები, რის შემდეგაც იტალიელი სპეციალისტი გაანთავისუფლეს.