არსენ ვენგერი შესაძლოა მილანის მწვრთნელი გახდეს

არსენ ვენგერი შესაძლოა მილანის მწვრთნელი გახდესჯენარო გატუზოს მილანში დიდი დღე არ უწერია და ის სავარაუდოდ ზამთარში დატოვებს თავის პოსტს. მის შემცველელად ბევრი კანდიდატურა სახელდება და ბოლო პერიოდში არსენ ვენგერზეც ჩამოვარდა საუბარი, რომელიც არსენალიდან წამოსვლის შემდეგ, არ აპირებს სამწვრთნელო კარიერის დასრულებას.

ვენგერის თქმით ის მზად არის ევროპული ფეხბურთის რომელიმე გრანდს ჩაუდგეს სათავეში, ამიტომ მისი მილანში დანიშვნა სიურპრიზი არ იქნება. შეგახსენებთ რომ ვენგერი 22 წლის მანძილზე იყო არსენალის მთავარი მწვრთნელი.