მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდმა დიეგო კოშტამ რეალთან შეხვედრის თაობაზე ისაუბრა და თქვა რომ რეალი ატლეტიკოსთვის განსაკუთრებული მეტოქეა და ისინი ყველაფერს გააკეთებენ მის დასამარცხებლად: ”რეალი კვლავინდებურად ძლიერია, მაგრამ ჩვენ ვიცით როგორ უნდა ვიმოქმედოთ მათ წინააღმდეგ. ატლეტიკოს ყველა ფეხბურთელს სურს რეალის დამარცხება. ბოლო შეხვედრები კარგად ჩავატარეთ და რეალთან სათამაშოდ მზად ვართ”–განაცხადა დიეგო კოსტამ. რეალისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა […]
კატეგორია: სპორტი
ერნესტო ვალვერდე: ”ბარსელონას რთული პერიოდი აქვს”
ბარსელონას მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა რომ ბარსელონას რთული პერიოდი აქვს და გუნდმა ეს კრიზისი უნდა დაძლიოს. ვალვერდემ ეს განცხადება ლეგანესთან მარცხის შემდეგ გააკეთა: ”ეს შეხვედრა არ უნდა წაგვეგო, რადგან მატჩის სადავეებს ვაკონტროლებდით, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი ხდება და სამწუხაროდ დავმარცხდით. ამჟამად ბარსელონას რთული პერიოდი აქვს, მაგრამ მჯერა რომ ამას მალე დავძლევთ”–განაცხადა ვალვერდემ. აღსანიშნავია რომ ბარსელონა […]
კრიშტიანო რონალდო ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ ერთ თამაშს გამოტოვებს
კრიშტიანო რონალდო მხოლოდ ერთ შეხვედრას გამოტოვებს ჩემპიონთა ლიგაში და ეს მატჩი იანგ ბოისის წინააღმდეგ იქნება. შეგახსენებთ რომ რონალდო ვალენსიასთან შეხვედრის დროს მოედნიდან გააძევეს, თუმცა ბევრი ფიქრობს რომ რონალდო ამას არ იმსახურებდა. თვითონ ფეხბურთელმაც მატჩის შემდეგ განაცხადა რომ მას უსამართლოდ მოექცნენ. იუვენტუსი ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურში მანჩესტერ იუნაიტედს დაუპირისპირდება და იმ მატჩში რონალდო შეძლებს მოედანზე გამოსვლას.
პოგბასა და მოურინიოს შორის კონფლიქტმა პიკს მიაღწია
პოლ პოგბასა და ჟოზე მოურინიოს შორის კონფლიქტი იმდენად აშკარა გახდა რომ ისინი უკვე აღარ მალავენ ამ ფაქტს. პოგბამ მოურინიო სახალხოდ გააკრიტიკა დაცვითი ტაქტიკის გამო, ხოლო მოურინიომ კი განაცხადა რომ პოგბა არ არის ღირსეული კაპიტანი და მოედანზე თავის მოვალეობებს არ ასრულებს. გარდა ამისა, ჟურნალისტებმა მანჩესტერ იუნაიტედის ერთ-ერთი ვარჯიშის კადრები გადაიღეს, სადაც ჩანს რომ მოურინიო და პოგბა […]
უნაი ემერიმ იოაჰიმ ლიოვი არსენალის ვარჯიშზე არ შეუშვა
იოაჰიმ ლიოვი თავის თანაშემწესთან ერთად ლონდონში იყო ჩასული, სადაც მას მესუტ ოზილთან დალაპარაკება სურდა, მაგრამ უნაი ემერიმ ლიოვი არსენალის ვარჯიშზე არ შეუშვა. ემერიმ ამის მიზეზად ის დაასახელა რომ ოზილს ლიოვთან საუბარი არ სურს. ეს ინფორმაცია გერმანიის ნაკრების მწვრთნელმაც დაადასტურა და იმედი გამოთქვა რომ ის მომავალში შეძლებს ოზილთან საუბარს მესუტ ოზილმა ორი თვის წინ გერმანიის ნაკრები […]
გურამ თუშიშვილი ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
აზერბაიჯანში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მძიმე წონის წარმომადგენელმა, გურამ თუშიშვილმა ოქროს მედლის მოპოვება მოახერხა. ფინალურ შეხვედრაში ქართველმა ძიუდოისტმა აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაური დაამარცხა და მესამე ძიუდოისტი გახდა, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მოიგო. ქართულმა დელეგაციამ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ჯამში 3 მედალი მოიპოვა – ამირან პაპინაშვილმა ბრინჯაოს, ხოლო ვარლამ ლიპარტელიანმა კი ვერცხლის.
ნიკოლოზ შერაზადიშვილი ესპანეთის სახელით ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
მსოფლიოს ჩემპიონატზე ძიუდოში ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილის გამარჯვებას ფართო გამოხმაურება მოჰყვა. ნიკო შერას, როგორც მას ესპანეთში მოიხსენიებენ, გამარჯვება ცნობილმა კალათბურთელმა პაუ გასოლმა სოციალური ქსელით მიულოცა: “ნიკოლოზ შერაზადიშვილი ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონია! ის პირველი ესპანელი მამაკაცია, რომელმაც ამ წარმატებას მიაღწია! გილოცავთ!”. “მარკამ” ნიკოლოზის ისტორია მოუთხრო მკითხველს, აღნიშნა, რომ გვარი ძნელად წარმოსათქმელია, მისი მიზანი მსოფლიოს ჩემპიონატის და […]
აბრამოვიჩმა შესაძლოა ჩელსი გაყიდოს
ჩელსის მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა შესაძლოა ჩელსი გაყიდოს, რადგან მას ინგლისში ბოლო პერიოდში პრობლემები აქვს. როგორც მოგეხსენებათ ინგლისსა და რუსეთს შორის სკრიპალის საქმის შემდეგ ძალიან დაიძაბა ურთიერთობა და გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აბრამოვიჩი ინგლისიდან წამოსვლაზე ფიქრობს. ჩელსი 3 მილიარდ დოლარად არის შეფასებული რომან აბრამოვიჩმა ეს გუნდი 2003 წელს იყიდა და ჩელსის აღორძინება სწორედ მის სახელს უკავშირდება. აბრამოვიჩთან […]
ისკომ ტრავმა მიიღო
იმადრიდის რეალის ერთ-ერთმა ლიდერმა ისკომ ტრავმა მიიღო და შესაძლოა მას ერთი თვის მანძილზე მოუწიოს უქმად ყოფნა. ისკოს მუხლი აწუხებს და მისი ტრავმა დამატებით გამოკვლევებს საჭიროებს. ისკოს არყოფნა რეალისთვის სერიოზული დანაკლისი იქნება, რადგან ამ ფეხბურთელმა სეზონი ძალიან კარგად დაიწყო და რომას წინააღმდეგ ლამაზი გოლი გაიტანა. რეალის მთავარმა მწვრთნელმა ხულიან ლოპეტეგიმ განაცხადა რომ ისკო მის გუნდში ერთ-ერთი […]
ანტუან გრიზმანი: ”ბარსელონას გამო ღამეები არ მეძინა”
მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა აღიარა რომ ბარსელონაზე ხშირად ფიქრობდა და ამის გამო მას ღამეებიც კი არ ეძინა. გრიზმანის თქმით მისთვის რთული იყო გადაწყვეტილების მიღება: ”სულ ამაზე ვფიქრობდი და ზოგჯერ ღამის სამ საათზე ცოლსაც ვაღვიძებდი ხოლმე, მაგრამ საბოლოოდ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ატლეტიკოში დავრჩი, რადგან აქ ყველას ვუყვარვარ და არ შემეძლო რომ გულშემატკივრისთვის ზურგი მექცია”–განაცხადა […]










