ანტუან გრიზმანი: ”ბარსელონას გამო ღამეები არ მეძინა”

ანტუან გრიზმანი: ”ბარსელონას გამო ღამეები არ მეძინა”მადრიდის ატლეტიკოს ფორვარდმა ანტუან გრიზმანმა აღიარა რომ ბარსელონაზე ხშირად ფიქრობდა და ამის გამო მას ღამეებიც კი არ ეძინა. გრიზმანის თქმით მისთვის რთული იყო გადაწყვეტილების მიღება:
”სულ ამაზე ვფიქრობდი და ზოგჯერ ღამის სამ საათზე ცოლსაც ვაღვიძებდი ხოლმე, მაგრამ საბოლოოდ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ატლეტიკოში დავრჩი, რადგან აქ ყველას ვუყვარვარ და არ შემეძლო რომ გულშემატკივრისთვის ზურგი მექცია”–განაცხადა ანტუან გრიზმანმა.
ივნისის დასაწყისში გრიზმანის ბარსელონაში ტრანსფერზე ხშირად იყო საუბრები, მაგრამ საბოლოოდ ანტუანი მადრიდის ატლეტიკოში დარჩა.