უნაი ემერიმ იოაჰიმ ლიოვი არსენალის ვარჯიშზე არ შეუშვა

უნაი ემერიმ იოაჰიმ ლიოვი არსენალის ვარჯიშზე არ შეუშვაიოაჰიმ ლიოვი თავის თანაშემწესთან ერთად ლონდონში იყო ჩასული, სადაც მას მესუტ ოზილთან დალაპარაკება სურდა, მაგრამ უნაი ემერიმ ლიოვი არსენალის ვარჯიშზე არ შეუშვა. ემერიმ ამის მიზეზად ის დაასახელა რომ ოზილს ლიოვთან საუბარი არ სურს.

ეს ინფორმაცია გერმანიის ნაკრების მწვრთნელმაც დაადასტურა და იმედი გამოთქვა რომ ის მომავალში შეძლებს ოზილთან საუბარს მესუტ ოზილმა ორი თვის წინ გერმანიის ნაკრები სკანდალურად დატოვა და თქვა რომ გერმანიაში მას თურქად აღიქვამენ და სათანადოდ პატივს არ სცემენ.