კატეგორია: სპორტი

ნეიმარი რეალის წარმომადგენლებს შეხვდა

ნეიმარი რეალის წარმომადგენლებს შეხვდა

ნეიმარი გავრცელებული ინფორმაციის თანახმად რეალის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ფეხბურთელის რეალში ტრანსფერზე ისაუბრეს. ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ესპანური პრესა აქტიურად წერს იმაზე რომ ნეიმარს რეალში სურს გადასვლა და მას პსჟ აღარ აკმაყოფილებს. გაიჟღერა სატრანსფერო თანხამაც, რომელიც სავარაუდოდ 260 მილიონი ევრო იქნება. ნეიმარი ამჟამად პარიზში იმყოფება, სადაც ის სარეაბილიტაციო კურსს გადის და მალე […]

ჩემპიონთა ლიგის ფინალს სერბი მილორად მაჟიჩი უმსაჯებს

ჩემპიონთა ლიგის ფინალს სერბი მილორად მაჟიჩი უმსაჯებს

ჩემპიონთა ლიგის ფინალის მთავარი არბიტრი სერბი მილორად მაჟიჩი იქნება. მაჟიჩი 45 წლის არის  და ის 2009 წლიდან საერთაშორისო კატეგორიის მსაჯია. მაჟიჩს საკმაოდ ბევრი მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვს ნამსაჯი, მათ შორის ფინალებიც, თუმცა ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტ თამაშში მას არასოდეს უმსაჯია. შეგახსენებთ რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 26 მაისს კიევში გაიმართება და მასში ერთმანეთს მადრიდის რეალი და ლივერპული დაუპირისპირდებიან. […]

ვარლამ ლიპარტელიანი: ქევხიშვილისგან გონივრულ გადაწყვეტილებას ველოდებით

ვარლამ ლიპარტელიანი: ქევხიშვილისგან გონივრულ გადაწყვეტილებას ველოდებით

ძიუდოისტებმა ყრილობა პროტესტის ნიშნად დატოვეს, ისინი მონაწილეობის მისაღებად მივიდნენ სასტუმრო “ბილტმორში”, თუმცა ყველა მათგანმა დახურულ სხდომაზე შესვლა ვერ შეძლო. ამის გამო, მათ დატოვეს ყრილობა. ეროვნული ნაკრების კაპიტნის ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, ისინი პირადი ინტერესებიდან არ გამოდიან, არამედ ხალხის და ქვეყნის ინტერესები ამოძრავებთ. “ეს ფედერაცია არ არის ერთი ადამიანის, ეს ფედერაცია არის ხალხის, ხალხის ფულით ფინანსდება. ჩვენ მოთხოვნებით […]

რეალი კოსტას მანოლასით დაინტერესდა

რეალი კოსტას მანოლასით დაინტერესდა

მადრიდის რეალი ბერძენი მცველით კოსტას მანოლასით დაინტერესდა, რომელიც ამჟამად იტალიური რომას ღირსებას იცავს. მანოლასი თავის პოზიციაზე ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება, ამიტომ რეალი მზად არის მის ტრანსფერში სოლიდური თანხა გადაიხადოს. მანოლასმა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ბარსელონას გადამწყვეტი გოლი გაუტანა და ამის შემდეგ ბუნებრივია მის მიმართ ინტერესი გაიზარდა. მანოლასმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა რომ ის რომაში ბედნიერია და სხვა […]

ფერგიუსონი იპერაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს

ალექს ფერგიუსონს ტვინის გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს

ლეგენდარული მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ოპერაციის შემდეგ გონს მოვიდა და თავს კარგად გრძნობს. ფერგიუსონი საავადმყოფოში საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში მოხვდა, რადგან მას ტვინში ჰქონდა სისხლჩაქცევები, რის შემდეგაც ფერგიუსონს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. სერ ალექსი რამდენიმე დღე კომაში იმყოფებოდა, მაგრამ ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის უკვე ოჯახის წევრებსაც ესაუბრება. ფერგიუსონი მანჩესტერ იუნაიტედს 26 წლის მანძილზე ედგა სათავეში […]

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის ოჯახი ოზურგეთის “მერცხალს” ყიდულობს

გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის ოჯახი ოზურგეთის "მერცხალს" ყიდულობს

გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთის ს.კ. “მერცხალს” გენერალური პროკურორის, ირაკლი შოთაძის ოჯახი ყიდულობს. ოზურგეთის საკრებულომ ამ დღეებში მიღებული გადაწყვეტილებით ოზურგეთის “მერცხალს” სტატუსი შეუცვალა და ის უკვე არა საზოგადოებრივი კავშირი არამედ როგორც შპს- ისე ჩამოყალიბდა. ამავდროულად მას სტადიონი გამოეყო და ეს უკანასკნელი ცალკე ა(ა)იპად ჩამოყალიბების პროცესშია. რამდენიმე დღეში კლუბს გასაყიდად აუქციონზე გაიტანენ. მყიდველი ირაკლი შოთაძის ნათესავი, ოზურგეთში მცხოვრები […]

ანდრეს ინიესტა კარიერას იაპონიაში გააგრძელებს

ანდრეს ინიესტა კარიერას იაპონიაში გააგრძელებს

ანდრეს ინიესტას მომავალი გუნდი ცნობილია. ესპანური ფეხბურთის ლეგენდა კარიერას იაპონურ ვისელ კობეში გააგრძელებს, სადაც მისი წლიური ანაზღაურება 25 მილიონი ევრო იქნება. ვისელ კობეში ლუკას პოდოლსკი თამაშობს, რომელსაც ასევე მაღალი ანაზღაურება აქვს. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ ინიესტა ჩინეთში უნდა გადასულიყო, მაგრამ როგორც ჩანს ინიესტამ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. ანდრეს ინიესტა ბარსელონას ღირსებას 13 წლის მანძილზე იცავდა და […]

დორტმუნდის ბორუსიას შესაძლოა ანდრე ვილაშ ბოაში ჩაუდგეს სათავეში

დორტმუნდის ბორუსიას შესაძლოა ანდრე ვილაშ ბოაში ჩაუდგეს სათავეში

ანდრე ვილაშ ბოაში შესაძლოა ევროპაში დაბრუნდეს და მომავალ სეზონში დორტმუნდის ბორუსიას ჩაუდგეს სათავეში. ბორუსიას ამჟამინდელ თავკაცს პიტერ შტოგერს, სავარაუდოდ სეზონის ბოლოს გაანთავისუფლებენ, რადგან გუნდი ვერ აჩვენებს იმ შედეგებს, რასაც მისგან ელის გულშემატკივარი. ვილაშ ბოაში გამოცდილი სპეციალისტია, რომელიც თავის დროზე ჩელსის მწვრთნელიც იყო, ხოლო ბოლო წლები კი ის აზიაში მოღვაწეობდა. ბორუსიას ხელმძღვანელობამ დაადასტურა ის ფაქრი რომ […]

ვარლამ ლიპარტელიანი: „ჩვენ არც ერთი ნაბიჯით უკან არ ვიხევთ“

ვარლამ ლიპარტელიანი: „ჩვენ არც ერთი ნაბიჯით უკან არ ვიხევთ“

ჩვენ არც ერთი ნაბიჯით უკან არ ვიხევთ და ვაგრძელებთ ბრძოლას სიმართლისთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ძიუდოისტმა ვარლამ ლიპარტელიანმა განუცხადა. მისი თქმით, ყველა სპორტსმენი ერთ აზრზეა და მათი პოზიცია უცვლელია, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დაკავებული თანამდებობა უნდა დატოვოს. სპორტსმენი კონკრეტიკისგან თავს იკავებს და აღნიშნავს, რომ მომავალ სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით მედიას ინფორმაცია პერმანენტულად მიეწოდება. „ჩვენ არც ერთი […]

“სამინისტროს კითხვები გაუჩნდა ალბათ მიმართავენ შესაბამის ზომებს…”- რა შედეგით დასრულდა ძიუდოისტების შეხვედრა გიორგაძესთან

"სამინისტროს კითხვები გაუჩნდა ალბათ მიმართავენ შესაბამის ზომებს..."- რა შედეგით დასრულდა ძიუდოისტების შეხვედრა გიორგაძესთან

ძიუდოისტებსა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრს შორის 2 საათიანი შეხვედრა დასრულდა. სპორტსმენებმა მინისტრთან საუბრისას ყურადღება გაამახვილეს იმ პრობლემატურ საკითხებზე, რომელიც ძიუდოს ფედერაციაშია, მათ შორის ნეპოტიზმზე და იმ საკადრო ცვლილელებზე, რომელიც დავით ქევხიშვილის გადაწყვეტილებით განხორციელდა. შეხვედრის დასრულების შემდგომ სპორტსმენები და მინისტრი შეთანხმდნენ, რომ სიტუაცია კრიტიკულია. როგორც გაირკვა, სამინისტრომ ძიუდოს ფედერაციაში მიმდინარე პროცესებზე მოკვლევა დაიწყო. “თვითონ სამინისტროს […]