ანდრეს ინიესტა კარიერას იაპონიაში გააგრძელებს

ანდრეს ინიესტა კარიერას იაპონიაში გააგრძელებსანდრეს ინიესტას მომავალი გუნდი ცნობილია. ესპანური ფეხბურთის ლეგენდა კარიერას იაპონურ ვისელ კობეში გააგრძელებს, სადაც მისი წლიური ანაზღაურება 25 მილიონი ევრო იქნება. ვისელ კობეში ლუკას პოდოლსკი თამაშობს, რომელსაც ასევე მაღალი ანაზღაურება აქვს.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია რომ ინიესტა ჩინეთში უნდა გადასულიყო, მაგრამ როგორც ჩანს ინიესტამ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო. ანდრეს ინიესტა ბარსელონას ღირსებას 13 წლის მანძილზე იცავდა და კატალონიურ გუნდთან ერთად მან 30ზე მეტი ტიტული მოიგო.