მადრიდის რეალის მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა რომ კრიშტიანო რონალდუს ტრავმა სერიოზული არ არის. რონალდუმ ბარსელონასთან მიიღო მცირე ტრავმა და მეორე ტაიმში ის მარკო ასენსიომ შევცალა. ზიდანის თქმით ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის, რონალდუ სრულ მზადყოფნაში იქნება: ”რონალდუმ ტრავმა მიიღო, ამიტომ ის ერთი კვირა დაისვენებს, რაც ნორმალურია. სადარდებელი არ გვაქვს, რადგან ფინალში კრიშტიანო აუცილებლად ითამაშებს”–განაცხადა ზინედინ ზიდანმა. […]
კატეგორია: სპორტი
ალვარო მორატა იუვენტუსში ბრუნდება
ჩელსის ესპანელი ფორვარდი ალვარო მორატა ჩელსიდან წასვლაზე ფიქრობს და იტალიაში სურს დაბრუნება. გავრცელებული ინფორმაციით მორატა იუვენტუსთან აწარმოებს მოლაპარაკებას და მზად არის იუვენტუსის ფეხბურთელი გახდეს. მთავარი დაბრკოლება მორატას სატრანსფერო ფასია, რადგან ჩელსი მას 90 მილიონ ევროზე ნაკლებად არ გაყიდის. რთული სათქმელია გადაიხდის თუ არა იუვენტუსი მორატას ტრანსფერში ასეთ თანხას. ალვარო მორატა იუვენტუსში 2014-15 წლის სეზონში გამოდიოდა […]
მიხეილ ყაველაშვილი – დავით ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ ყაველაშვილის აზრით, დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან არ უნდა გადადგეს. ამის შესახებ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს ძიუდოს ფედერაციაში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა. „ყველამ უნდა გაითვალისწინოს წესდება და საკუთარი მოვალეობების ვალდებულება. ჩვენ შევხვდებით ორივე მხარეს, მოვუსმენთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს არის ფედერაცია, დამოუკიდებელი ორგანიზაცია და უმჯობესია, თვითონ ძიუდოს ოჯახმა გადაწყვიტოს. როგორც […]
ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტს თანხების არამიზნობრივად ხარჯვაში ადანაშაულებენ და ქევხიშვილის გადადგომას ითხოვენ
ძიუდოისტები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური აქციებს იწყებენ. ამ მოთხოვნით ისინი ფედერაციის შენობასთან აქციას 12:00 საათისთვის დაიწყებენ. სპორტსმენები დავით ქევხიშვილთან შეხვედრას მოითხოვენ, თავას ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ამბობს, რომ შეხვედრას აზი არ აქვს. „გამოსავალი არის მხოლოდ ერთი, მან უნდა დატოვოს თანამდებობა იმ თანამოაზრეებთან ერთად ვინც თვლის, რომ დავით ქევხიშვილი ყველაფერში მართალია და აბსოლუტურად არაფერში ტყუის […]
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 10 მაისს გაიმართება
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის რიგგარეშე ყრილობა 10 მაისს გაიმართება, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ძიუდოს ფედერაცია ავრცელებს. ყრილობა 12:00 საათზე, სასტუმრო „რედისონში“ გაიმართება. ფედერაციის ინფორმაციით, ყრილობის დღის წესრიგში ორი საკითხია – ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში და მიმდინარე პროცესების განხილვა. გუშინ ძიუდოისტები ვაკის პარკში შეიკრიბნენ და განაცხადეს, რომ მათი პროტესტი 7 მაისიდან ფართომასშტაბიან სახეს მიიღებს. “ორშაბათს ამას მასშტაბური […]
ალექს ფერგიუსონს ტვინის გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარეს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარული მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი ჰოსპიტალიზებულია. BBC-ის ცნობით, მას ტვინში სისხლჩაქცევა ჰქონდა, რის გამოც გადაუდებელი ოპერაცია დასჭირდა. ფერგიუსონი 27 წლის განმავლობაში (1986-2013 წლებში) საფეხბურთო კლუბ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი იყო. ამ პოზიციაზე მუშაობისას მან მრავალი ტიტული მოიპოვა და მრავალი რეკორდი მოხსნა. ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედი“ მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად აქცია. იმედინიუსი
ნეიმარი პარიზში დაბრუნდა
ბრაზილიელი ვარსკვლავი ნეიმარი პარიზში დაბრუნდა და თავისი მკურნალობის დასკვნით ეტაპს საფრანგეთის დედაქალაქში გაივლის. ნეიმარმა ტრავმა თებერვლის ბოლოს მიიღო და მას შემდეგ საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ის ბრაზილიაში იყო, სადაც სარეაბილიტაციო კურსს გადიოდა. ამის გამო ნეიმარს პსჟ-ს ფანები გაუბრაზდნენ კიდეც, რადგან ისინი თვლიან რომ ნეიმარი პარიზში უნდა დარჩენილიყო. ნეიმარმა ტრავმის გამო 2 თვეზე მეტი გამოტოვა და […]
დიეგო სიმეონე: ”ფინალში თამაში დავიმსახურეთ”
მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ არსენალთან მატჩის შემდეგ განაცხადა რომ მისმა გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა. სიმეონეს აზრით ატლეტიკომ არსენალი ყველა კომპონენტში დაჩაგრა: ”რთული იყო მატჩისთვის ტრიბუნიდან ცქერა და ვაღიარებ რომ ძალიან ვინერვიულე. მატჩის სადავეებს ვაკონტროლებდით და ეს გამარჯვება დავიმსახურეთ. ფინალში სუსტი მეტოქე არ არსებობს, ამიტომ ჩვენ დიდი ბრძოლა გველის წინ”–განაცხადა დიეგო სიმეონემ. ფინალში ატლეტიკოს მეტოქე […]
ძიუდოისტების ულტიმატუმი – ნაკრები დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს და შეჯიბრებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები შეჯიბრებებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს და ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის გადადგომას ითხოვს. ნაკრების კაპიტნის ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, სპორტსმენები წყვეტენ ვარჯიშსაც. ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, ფედერაცია სპორტსმენების და ნაკრების დასახმრებლად არაფერს აკეთებს. ამასთანავე ლიპარტელიანმა ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ეს მოთხოვნა არანაირად არ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს.
იურგენ კლოპი: ”ჩემპიონთა ლიგის მოგება ჩემი ოცნებაა”
ლივერპულის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა მედიასთან საუბრის დროს განაცხადა რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება მისი ოცნებაა და ის თავისი ოცნების განხორციელებასთან ახლოს არის, რადგან ლივერპული ფინალში გავიდა. კლოპის აზრით რომამ ლივერპულს ღირსეული წინააღმდეგო გაუწია, მაგრამ ლივერპულმა ფინალში თამაში დაიმსახურა: ” ეს ჩვენთვის ძალიან დიდი წარმატებაა და ჩემპიონთა ლიგის მოგებამდე ერთი ნაბიჯი დაგვრჩა. ამ ტიტულზე ყოველთვის ვოცნებობდი […]










