მიხეილ ყაველაშვილი – დავით ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს

მიხეილ ყაველაშვილი - დავით ქევხიშვილი არ უნდა გადადგესსაპარლამენტო უმრავლესობის წევრის მიხეილ ყაველაშვილის აზრით, დავით ქევხიშვილი ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიდან არ უნდა გადადგეს. ამის შესახებ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს ძიუდოს ფედერაციაში განვითარებული მოვლენების კომენტირებისას განუცხადა.
„ყველამ უნდა გაითვალისწინოს წესდება და საკუთარი მოვალეობების ვალდებულება. ჩვენ შევხვდებით ორივე მხარეს, მოვუსმენთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს არის ფედერაცია, დამოუკიდებელი ორგანიზაცია და უმჯობესია, თვითონ ძიუდოს ოჯახმა გადაწყვიტოს. როგორც ვიცი, ყრილობა 10 მაისს არის დანიშნული და ალბათ, იქ იქნება საუბარი. ვეცდებით, რომ იქ მოხდეს ორივე მხარის კონცენტრირება. პირადად ჩემთვის ბევრი რამ გაუგებარია მოთხოვნებში, თუმცა შეხვედრაზე, ალბათ, უფრო მეტი მეცოდინება. ჩემი აზრით, ქევხიშვილი არ უნდა გადადგეს. ის არჩეული პრეზიდენტია და უმჯობესი იქნება, რომ იქ გააგრძელოს საქმიანობა“, – განაცხადა ყაველაშვილმა.

ძიუდოისტების ნაწილი ფედერაციის პრეზიდენტის დავით ქევხიშვილის თანამდებობიდან გადადგომას ითხოვს. მათ ამ მოთხოვნით რამდენიმე აქცია უკვე გამართეს. რამდენიმე დღის წინ დავით ქევხიშვილმა განაცხადა, რომ ის თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.