დიეგო სიმეონე: ”ფინალში თამაში დავიმსახურეთ”

დიეგო სიმეონე: ”ფინალში თამაში დავიმსახურეთ”მადრიდის ატლეტიკოს მთავარმა მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ არსენალთან მატჩის შემდეგ განაცხადა რომ მისმა გუნდმა გამარჯვება დაიმსახურა. სიმეონეს აზრით ატლეტიკომ არსენალი ყველა კომპონენტში დაჩაგრა:

”რთული იყო  მატჩისთვის ტრიბუნიდან ცქერა და ვაღიარებ რომ ძალიან ვინერვიულე. მატჩის სადავეებს ვაკონტროლებდით და ეს გამარჯვება  დავიმსახურეთ. ფინალში სუსტი მეტოქე არ არსებობს, ამიტომ ჩვენ დიდი ბრძოლა გველის წინ”–განაცხადა დიეგო სიმეონემ.

ფინალში ატლეტიკოს მეტოქე მარსელი იქნება. აღსანიშნავია რომ ფინალური შეხვედრა საფრანგეთში, კერძოდ კი ლიონში გაიმართება.